• dateმარტი 30, 2026
    time01:00 PM

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.

    მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის აკადემიური, საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განვითარებას.

    მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც მოიცავს კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების დაგეგმვას, საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტების ვიზიტების განხორციელებასა და იმიტირებული სასამართლო პროცესების მხარდაჭერას.

    მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია კონსტიტუციური წარდგინების მნიშვნელობაზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში. ღონისძიებას ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ CIU-ს რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე, ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე და პროფესორი ბექა ქანთარია. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
     

    სხვა სიახლეები