ლექცია - „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“
27 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ლექცია თემაზე - „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“.
შეხვედრას უძღვებოდა გიორგი ჩერქეზია - სასამართლო მედიატორი და ადვოკატი; სამედიცინო აკადემია Doctor’s-ის „სამედიცინო სამართლის კურსის“ ლექტორი და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Black Sea Law Group-ის მმართველი პარტნიორი.
ლექციაზე აღინიშნა, რომ დღევანდელ რეალობაში მედიცინა აღარ არის მხოლოდ კლინიკური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების სფერო. ის გახდა მრავალმხრივი სივრცე, სადაც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სამართლებრივი, ეთიკური და კომუნიკაციური ასპექტები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პაციენტი აღარ არის მხოლოდ სამკურნალო პროცესის ობიექტი - ის არის უფლებებით აღჭურვილი, ინფორმირებული და აქტიური მონაწილე, რის გამოც პაციენტის უფლებების დაცვა და ექიმის მოვალეობების სწორად გააზრება თანამედროვე მედიკოსის პროფესიული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ექიმის პროფესიულ უფლებებსა და პასუხისმგებლობაზე, მათ შორის სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ საკითხებზე. ყურადღება დაეთმო ასევე პაციენტის უფლებების დაცვას, სამედიცინო სფეროში შრომით ურთიერთობებს, პროფესიული ეთიკის მნიშვნელობასა და რეალური პრაქტიკული ქეისების განხილვას.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, დამსწრე სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკოსი სპეციალისტისგან მიეღოთ ცოდნა თანამედროვე სამედიცინო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
ლექციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა ლელა გრიგოლიამ და ვერა ხუნძაკიშვილმა.
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.
მარტი 30, 2026
01:00 PM
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.
მარტი 26, 2026
01:30 PM
CIU-ს წარმომადგენლებმა საფრანგეთში Erasmus+ საერთაშორისო სასწავლო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა
16-20 მარტს, საფრანგეთში, რენის უნივერსიტეტის ბაზაზე, ევროკავშირის თანადაფინანსებითა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (FGU) ორგანიზებით, „საფრანგეთ-საქართველოს სასწავლო კვირეული“ გაიმართა.




