K1: ინდივიდების სასწავლო მობილობა
გაცვლითი პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოს (არაასოცირებული/პარტნიორი ქვეყანა*) და ევროპის (ასოცირებული/პროგრამის ქვეყნები*) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინსტიტუციათაშორისი ხელშეკრულების ფარგლებში.
მობილობის მიმართულებები და რაოდენობები დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე.
თითოეულ მობილობის/გაცვლით პროგრამაზე კონკურსის გამოცხადება ხდება ცალ-ცალკე. კონკურსების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება უნივერსიტეტის კორპორატიული ელექტრონული ფოსტის, საიტის, სოციალური მედიის გვერდების მეშვეობით.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადის დასრულების შემდეგ ხდება კანდიდატების შეფასება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, რომელიც ეცნობა აპლიკაციებს და გასაუბრებას ატარებს კონკურსანტებთან.
* Erasmus+ პროგრამა მონაწილე ქვეყნებს ჰყოფს ორ ჯგუფად: ასოცირებული წევრები/პროგრამის ქვეყნები (27 ევროკავშირის წევრი ქვეყანა + თურქეთი, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მაკედონია და სერბეთი) და არაასოცირებული წევრები/პარტნიორი ქვეყნები (დანარჩენი მსოფლიო მათ შორის საქართველო).