FAQ
რა საბუთები უნდა წარმოვადგინო პირველკურსელთა რეგისტრაციისთვის?
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან;
- დაფინანსების მოლოდინის შემთხვევაში (სოციალური, სამხედრო, მედალოსანი და სხვა) - შესაბამისი ცნობა.
შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.
რომელი ცნობაა საჭირო სამხედრო კომისარიატში წარსადგენად?
-
სამხედრო კომისარიატში წარსადგენად საჭიროა „ფორმა 26“, რომელიც გაიცემა მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე.
„ფორმა 26-ის“ მისაღებად სტუდენტი სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში „გონი“ ცნობების ველიდან ირჩევს შესაბამის შაბლონს, ავსებს და აგზავნის განცხადებას.
შენიშვნა: (ცნობები მზადდება შეკვეთიდან 3 სამუშაო დღეში.)
სად და როგორ შემიძლია სწავლის საფასურის გადახდა?
CIU-ში მოქმედებს სწავლის გადასახადის აღრიცხვის ელექტრონული (ბილინგის) სისტემა, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს სწავლის გადასახადი გადაიხადოს საბანკო დაწესებულებების, ონლაინ პორტალებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
თიბისი ბანკი - გადახდა შესაძლებელია ბანკში ოპერატორთან / თიბისი ბანკის გადახდის აპარატით / თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკინგით;
საქართველოს ბანკი - გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის გადახდის აპარატით/ ინტერნეტ ბანკინგით.
შენიშვნა: სასწავლო საფასურის გადახდისთვის სარგებლობთ „კომუნალური გადახდის წესით“. ამისთვის ირჩევთ „განათლებას“, „უნივერსიტეტს“ და უთითებთ თქვენს პირად ნომერს. ამ შემთხვევაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემა „გონში“ გადახდა ფიქსირდება მომენტალურად.
თუ გადახდას აწარმოებთ სხვა ბანკებიდან, შეგიძლიათ ისარგებლოთ ანგარიშის ნომრით (ამ შემთხვევაში, გადახდის დაფიქსირება „გონში“ ხორციელდება 2-3 სამუშაო დღის ვადაში).
ანგარიშსწორების ანგარიში: GE39TB0861336080100001
საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637
როგორ და რამდენ ნაწილად შემიძლია სწავლის საფასურის გაყოფა?
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები პირველი სემესტრის საფასურს სწავლის დაწყებამდე იხდიან სრულად.
სტუდენტი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო, სოციალური ან სხვა ტიპის გრანტი/დაფინანსება, დაფარავს სწავლის საფასურის დადგენილ ოდენობასა და მოპოვებულ გრანტს/დაფინანსებას შორის სხვაობას.
შენიშვნა: სტუდენტი, რომელიც ელოდება სწავლის საფასურის დაფინანსებას სახელმწიფო ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, მიმართვა შესაბამის დამფინანსებელთან თავად უნდა უზრუნველყოს.
მეორე სემესტრიდან სტუდენტის სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია 3 ნაწილად: სწავლის დაწყებამდე; შუალედურ გამოცდამდე; ფინალურ გამოცდამდე. ასევე, შესაძლებელია განცხადების საფუძველზე ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის შექმნა.
რა არის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი?
ათვლა ხდება 2024 წლის 1 მარტიდან);
- გარდაცვალება;
- ეთიკის კოდექსის დარღვევა.
იხილეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი
წესი: მუხლი 14. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის წესი.
რა არის სტატუსის შეჩერების საფუძველი?
იხილეთ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი
წესი: მუხლი 13. სტუდენტის სტატუსის შეჩერების წესი.
როგორ ხდება სტუდენტის სტატუსის შეჩერება?
სტუდენტის სტატუსის შესაჩერებლად სტუდენტი სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში „გონი“ განცხადებების ველიდან ირჩევს შესაბამის შაბლონს, ავსებს და აგზავნის განცხადებას.
განაცხადის განხილვის ვადა 3 სამუშაო დღე.
როგორ ხდება სტუდენტის სტატუსის აღდგენა?
სტუდენტის სტატუსის აღსადგენად სტუდენტი სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში „გონი“ განცხადებების ველიდან ირჩევს შესაბამის შაბლონს, ავსებს და აგზავნის განცხადებას.
განაცხადის განხილვის ვადა 3 სამუშაო დღე.
სტატუსის შეჩერებიდან მაქსიმუმ ჯამში 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი სტუდენტის სტატუსის აღდგენა და სწავლის გაგრძელება.
იხილეთ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი: მუხლი 15. სტუდენტის სტატუსის აღდგენა.
რა არის მობილობა?
მობილობა არის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლების და კვლევის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რასაც თან სდევს კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლების და კრედიტების აღიარება.
როგორ შეუძლია სტუდენტს ისარგებლოს შიდა მობილობის უფლებით?
შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ;
მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში;
მობილობისა და შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული:
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ.
როგორ ხდება განცხადების დაწერა შიდა მობილობაზე?
სტუდენტი შიდა მობილობის სურვილის შემთხვევაში სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში „გონი“ განცხადებების ველიდან ირჩევს შესაბამის შაბლონს: „შიდა მობილობა“ ან „ფაკულტეტის ცვლილება“, ავსებს და აგზავნის განცხადებას.
განაცხადის განხილვის ვადა არის 5 სამუშაო დღე, „გონში“ სტანდარტულად 3 სამუშაო დღე.
როდის ცხადდება გარე მობილობა?
გარე მობილობის ვადებს აცხადებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (https://emis.ge/) წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში.
მობილობის ელექტრონული პორტალი
სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის შექმნილია მობილობის ელექტრონული პორტალი (students.emis.ge), რომლის მეშვეობით ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა გადასვლის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. ელექტრონული პორტალის მეშვეობით ხორციელდება შემდეგი პროცესები:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის გამოცხადება, პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამ პროგრამებზე მისაღები ადგილების რაოდენობის, ასევე დაშვების წინაპირობების განთავსების გზით;
- სტუდენტთა რეგისტრაცია მობილობის უფლებით სარგებლობის მიზნით და მათ მიერ მობილობის განაცხადის გაკეთება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის გზით;
- მობილობის შედეგების გამოცხადება, რომლის საფუძველზე სტუდენტს უფლება აქვს ჩარიცხვის მოთხოვნით მიმართოს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვებს მობილობის უფლებას.
რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს გარე მობილობის უფლება?
მობილობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სწავლების ერთი წელი აქტიური სტუდენტის სტატუსით. მობილობის უფლებით სარგებლობს ასევე სტატუსშეჩერებული სტუდენტი. ხოლო სტატუსშეწყვეტილ სტუდენტს მობილობა შეუძლია სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.
რა ეტაპები და რა თანმიმდევრობით უნდა გაიაროს სტუდენტმა გარე მობილობის განხორციელებისათვის?
გარე მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
სტუდენტმა გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე https://students.emis.ge/;
გააკეთოს ელ-განაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უსდ, პროგრამა) და დაალაგოს იგი პრიორიტეტებად (მაქსიმუმ 5 უსდ, პროგრამა);
გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში;
გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ - პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში;
დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;
გაეცნოს მიმღები უსდ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი;
ბოლო ეტაპია emis-სგან ჩარიცხვის პროექტზე დადებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმება.
როგორ მოვიპოვო სტუდენტის სტატუსი?
ბაკალავრიატის საფეხურზე - სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
მაგისტრატურის საფეხურზე - სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.
სტუდენტის სტატუსის მოპოვება ასევე შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
რას ნიშნავს ადმინისტრაციული რეგისტრაცია?
სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას, რაც აკადემიური რეგისტრაციის წინაპირობაა. ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწყება სემესტრის დაწყებამდე 2 კვირით ადრე და გრძელდება 3 კვირის განმავლობაში.
რას ნიშნავს აკადემიური რეგისტრაცია?
აკადემიური რეგისტრაცია არის სასწავლო კურსებზე დარეგისტრირება (საგნების არჩევა), სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემაში goni.ciu.edu.ge, პირადი წვდომის საშუალებით. სტუდენტი ირჩევს მიმდინარე სემესტრში პროგრამით გათვალისწინებულ ახალ სასწავლო კურსებს ან განვლილ სემესტრებში ჩაუბარებელ საგნებს.
აკადემიური რეგისტრაცია იწყება სემესტრის დაწყებამდე 1 კვირით ადრე და სრულდება სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ.
როგორ ხდება საგნების არჩევა?
საგნების არჩევა შესაძლებელია ელექტრონულად, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის - goni.ciu.edu.ge -ის მეშვეობით, აკადემიური რეგისტრაციის მოდულიდან.
როგორ ვნახო საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, სემესტრულად გაწერილი სასწავლო კურსების ჩამონათვალი?
სტუდენტს შეუძლია გაეცნოს საგნების ჩამონათვალს სასწავლო პროცესის მართვის სისტემა ,,გონში“ არსებული აკადემიური რეგისტრაციის მოდულიდან, ან/და ველში ,, საგანმანათლებლო პროგრამა“ , სადაც დეტალურადაა გაწერილი, სტუდენტის მიერ ასათვისებელი სასწავლო კურსების ჩამონათვალი, შესაბამისი კრედიტებით და სასწავლო სემეტრის მითითებით.
რას ნიშნავს კრედიტი?
კრედიტი არის სტუდენტის სასწავლო პროცესით დატვირთვის მაჩვენებელი.
კრედიტი - ECTS - არის სტუდენტის საქმიანობის შესაფასებლად გამოყენებული ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში – საათებში.
რამდენი კრედიტის არჩევა შეუძლია სტუდენტს მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრის 2007 წლის 5 იანვრის #3 ბრძანების შესაბამისად, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს. სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მას აქვს შესაძლებლობა წელიწადში დამატებით აირჩიოს კიდევ 15 კრედიტი იმ პირობით, რომ ჯამში მისი წლიური დატვირთვა არ აღემატებოდეს 75 კრედიტს.
მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით შეიძლება სასწავლო წლიური დატვირთვა განისაზღვროს 60-ზე მეტი კრედიტით, მაგრამ პროგრამის ხანგრძლივობის ფარგლებში (6 წლის განმავლობაში) 60-ს ზევით დამატებული კრედიტების საერთო რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 15 კრედიტს.
რამდენი კრედიტის არჩევა შეუძლია სტუდენტს მაქსიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში?
სტუდენტის სემესტრული დატვირთვა შესაძლებელია მოიცავდეს არაუმეტეს 34 კრედიტს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემთხვევაში სტუდენტის სემესტრული დატვირთვა შეიძლება გაიზარდოს სემესტრში 42 კრედიტამდე იმ პირობით, რომ ჯამში მისი წლიური დატვირთვა არ აღემატებოდეს 75 კრედიტს.
რამდენი შუალედური გამოცდაა სემესტრში?
სასწავლო კურსის/კურსების/საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პროფესორს უფლება ენიჭება, შუალედური შეფასებებისათვის გათვალისწინებული 60-70 ქულა თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს შეფასების კომპონენტებს შორის, დაგეგმოს საკურსო და დასკვნითი პროექტების დაცვისა თუ რეფერატების პრეზენტაციის ვადები, გადაწყვიტოს შუალედური გამოცდების რაოდენობის საკითხი (2 ან 3).
რამდენია შუალედური შეფასებების მინიმალური ქულა?
შუალედური შეფასებების მინიმალური ქულაა:
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტისთვის მინიმუმ 25 ქულა;
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტისთვის მინიმუმ 30 ქულა;
სადოქტორო პროგრამის სტუდენტისთვის მინიმუმ 35 ქულა.
რამდენი ქულით ფასდება დასკვნითი გამოცდა?
დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 30/40 ქულა (სასწავლო კურსის განმახორციელებელი პროფესორის გადაწყვეტილებით).
დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება:
ბაკალავრიატის სტუდენტს მინიმუმ 16 ქულის მიღების შემთხვევაში;
მაგისტრატურის სტუდენტს მინიმუმ 20 ქულის მიღების შემთხვევაში;
დოქტორანტურის სტუდენტს მინიმუმ 25 ქულის მიღების შემთხვევაში;
როგორ ხდება გაცდენილი გამოცდის აღდგენა?
სტუდენტი, რომელიც საპატიო მიზეზით გააცდენს შუალედურ გამოცდას და გამოცდების დასრულებიდან ორი კვირის ვადაში წარმოადგენს განცხადებას შესაბამისი მტკიცებულებით, ფაკულტეტის დეკანის თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, გავიდეს შუალედური გამოცდის აღდგენაზე. შუალედური გამოცდის აღდგენა ხდება სწავლის დაწყებიდან მე-14 კვირის განმავლობაში.
როდის შეუძლია სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლა?
დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს სტუდენტს თუ:
ა) შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შედეგებით დააგროვა 41-დან 51 ქულამდე;
ბ) შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შედეგებით დააგროვა 51 ქულა ან მეტი, მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი;
გ) საპატიო მიზეზით გააცდინა დასკვნითი გამოცდა, წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება და მოიპოვა დეკანის თანხმობა.
მოცემულ შემთხვევაში, შუალედური შეფასებებით მოპოვებული ქულების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 25 ქულა.
სად შეიძლება ვნახო წიგნების ელექტრონული ვერსიები?
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა განთავსებულია ვებ - მისამართზე elibrary.edu.ge. ის წარმოადგენს ორენოვან (ქართული, ინგლისური) ელექტრონულ ინტერნეტ - რესურსს მხოლოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
სისტემაში ავტორიზაცია ხდება უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის - (სახელი, გვარი@ciu.edu.ge) საშუალებით.
ელექტრონული კატალოგი - უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი სრულადაა ასახული სერვერზე ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში „openbiblio” (http://www.ciu.edu.ge/openbiblio), რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი ავტორიზებული მომხმარებლისთვის.
როგორ დავუკავშირდე ბიბლიოთეკას?
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: ciu.library@ciu.edu.ge
ტელეფონი: ტელ: (+995 32) 2022 115; (+995 32) 2611 298. (შიდა -178;102;136)
რომელ საათამდე მუშაობს ბიბლიოთეკა?
ბიბლიოთეკა მუშაობს: ორშაბათი-შაბათი 10-00 სთ - 20-00 სთ.
სად უნდა გავიარო კონსულტაცია კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით?
CIU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურში. კონსულტაცია შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულ ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით.
იხილეთ პორტალი https://career.ciu.edu.ge/ka
საკონტაქტო ინფორმაცია:
ცენტრალური კორპუსი, ოთახი 703
ტელ: (+995 32) 261 12 98 (შიდა 220)
career@ciu.edu.ge
რა დოკუმენტაცია უნდა წარმოვადგინო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვის შემდეგ?
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირების რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან;
- დაფინანსების მოლოდინის შემთხვევაში (სოციალური, სამხედრო, მედალოსანი და სხვა) – შესაბამისი ცნობა.
არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.
მაგისტრანტობის კანდიდატების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
- განცხადება (ივსება ადგილზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი /ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე - B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი)
- სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ყოველი წლის 20 აგვისტომდე.
დოქტორანტურის კანდიდატების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
-
- კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები (უნივერსიტეტს უფლება აქვს, კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ დოქტორანტს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდგენლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი ამობეჭდილი და ელექტრონული სახით (CD დისკით), ზომით 3X4 (სმ);
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისთვის);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (Toefl, IELTS, FCE, CAE). სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს სერტიფიკატს, ვალდებულია, ჩააბაროს გამოცდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრში;
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უნივერსიტეტის დოქტორანტურაში;
- სამოტივაციო წერილი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
- ორი სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან (თუ აქვს სამუშაო გამოცდილება — მეორე წერილი შესაძლებელია იყოს დამსაქმებლისგან);
- შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
- საკვლევი თემის პროექტი, რომელიც მოიცავს:
- დოქტორანტობის კანდიდატის ხედვას თემის აქტუალობისა და სიახლის შესახებ;
- მოაზრებული თემის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებებს;
- მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც განახორციელებს კვლევას და ანალიზს;
- დასაბუთებულ წინასწარ შეხედულებას / მოლოდინს.
(კონკურსანტის პროგრამაზე ჩარიცხვის შემდგომ შესაძლებელია წარმოდგენილი პროექტის თემატიკის სრულად ან ნაწილობრივ ცვლილება, დოქტორანტის ინტერესებიდან გამომდინარე).
სწავლის გადასახადები და სტიპენდია
სწავლის საფასური პროგრამებზე იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/VNYHw
ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/jLX39
არის თუ არა უნივერსიტეტი ავტორიზებული?
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზებულია მესამე ვადით 2024 წლის 13 ნოემბრიდან.
მივიღებ თუ არა სახელმწიფო დაფინანსებას?
უნივერსიტეტის ყველა პროგრამა აკრედიტებულია და ფინანსდება ყველა სახის სახელმწიფო გრანტით.
ადმინისტრაციის სამუშაო საათები
ორშაბათი - პარასკევი 10.00-17.00 სთ