• კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    Ჩვენს შესახებ

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 1995 წელს დაარსდა, როგორც სამედიცინო ინსტიტუტი „კლინიცისტი“. 2006 წელს მას სახელი შეეცვალა და ჩამოყალიბდა მრავალპროფილურ უნივერსიტეტად სახელწოდებით - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

    2018 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ „წლის ლიდერის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე შემდეგ ფაკულტეტებზე:
    • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი;
    • სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
    • სამართლის ფაკულტეტი;
    • მედიცინის ფაკულტეტი;
    • მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი.

    უნივერსიტეტის სლოგანია - „ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს“.

    უნივერსიტეტის აკრედიტაცია/ავტორიზაცია

    2024 წელი - ენიჭება ავტორიზაცია მესამე ვადით, რის შედეგადაც სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა 7400-ით განისაზღვრა, მათ შორის, მედიცინის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების 3000-ით.


    2018 წელი- ენიჭება ექვს წლიანი ავტორიზაცია;


    2012 წელი- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს მიერ ენიჭება ხუთ წლიანი ავტორიზაცია;


    2007 წელი- ენიჭება ხუთ წლიანი აკრედიტაცია;


    2005 წელი- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს მიერ ენიჭება აკრედიტაცია;


    უნივერსიტეტის ხედვა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საზოგადოებრივ-ეკონომიკური პროგრესის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუცია, რომელიც ავითარებს ქართულ და მსოფლიო კულტურის ფასეულობებს თანამედროვე ცოდნაზე დაყრდნობით.

    უნივერსიტეტის მისია

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქმნის თანამედროვე სასწავლო სამეცნიერო გარემოს ინოვაციური მეთოდების დანერგვით, ინტერნაციონალიზაციის გზითა და მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო ცხოვრებით. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე თაობების აღზრდას, რომელთაც შეუძლიათ წვლილის შეტანა მდგრადი განვითარების გამოწვევების დაძლევაში.

    საუნივერსიტეტო კამპუსები

    უნივერსიტეტი აერთიანებს სამ თანამედროვე და კეთილმოწყობილ სასწავლო კამპუსს, რომელთაგან ერთ-ერთის მშენებლობის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება. კამპუსები მოიცავს თანამედროვე აუდიტორიებს, ლაბორატორიებს, სპორტულ მოედნებსა და სტუდენტთა მოსასვენებელ სივრცეებს.

    ოკამი

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს თავისი წვლილი შეაქვს მევენახეობა-მეღვინეობის 8 000 წლიანი საქმის განვითარებაში.

    უნივერსიტეტის მევენახეობა-მერვინეობის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას ემსახურება ქართული ქვევრებით აღჭურვილი მარანი, ქართული ვაზის გენოფონდის მდიდარი საკოლექციო ნაკვეთი 100-ზე მეტი ჯიშით, მდიდარი ენოთეკა, ქართული მარანი „კოლხი“, მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიის, მევენახეობისა და მიკრობიოლოგიის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, კომპანია „ეთნოოკამი“, რომლის დაფუძნების წინაპირობად იქცა სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაზაზე დამზადებული გამორჩეული ღვინოები.

    დღეისათვის კომპანია ავითარებს 10 ჰექტრამდე მევენახეობას და დაახლოებით იმავე ფართობის ტერიტორიაზე ისტორიულ ,,ოკამის საწარმოს“, რომელთა უცვლელი მხარდამჭერი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტია თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურით.

    ოკამის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, ნიადაგი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ვენახია საქართველოსთვის „პურიცა“ და „კარიც“, საიდანაც ერთგვარად შემოდის ცივილიზაცია და გადის კიდეც... ეს თავისებური მსოფლიო წრებრუნვაა და ამას ამტკიცებს „ეთნო ოკამის“ 5 ძირითადი პროდუქციაც - ხაშმის საფერავი, რქაწითელი, შავკაპიტო, თავკვერი, გორული მწვანე და ჩინურის სეპაჟი.

    • სტუდენტები -დან

    • ქვეყნები მთელ მსოფლიოში

    • ფაკულტეტები

    • აკრედიტებული პროგრამები

    • dekor

      კურსდამთავრებულები

    • პარტნიორი უნივერსიტეტები

    • გაცვლითი პროგრამები

    Საკვანძო ფაქტები

  • სტუდენტების რაოდენობა6124
  • საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა2515
  • საერთაშორისო სტუდენტების ქვეყნების რაოდენობა48
  • კურსდამთავრებულთა რაოდენობა5469
  • პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა539
  • უცხოელ პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა13
  • უნივერსიტეტი ციფრებში

  • აკრედიტებული პროგრამების რაოდენობა27
  • პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა130
  • გაცვლით პროგრამების რაოდენობა25
  • გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა210
  • ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა247