ორმხრივი გაცვლითი პროგრამების
ორმხრივი გაცვლითი პროგრამები ხორციელდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სემესტრული მობილობით ან ერთთვიანი პრაქტიკები გაიარონ პარტნიორ უნივერსიტეტებში, კლინიკებში და ა.შ.
ორმხრივი სემესტრული მობილობის პროგრამები ცხადდება ყოველ სემესტრში, ხოლო პრაქტიკის პროგრამები - წელიწადში ერთხელ. მობილობის და პრაქტიკის პროგრამების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება უნივერსიტეტის კორპორატიული ელ.ფოსტის, საიტის და სოციალური მედიის გვერდების საშუალებით. განცხადება შეიცავს დეტალურ ინფორმაციას კონკურსის პირობების, შერჩევის კრიტერიუმებისა და სხვა ინფორმაციის შესახებ.
გაცვლით პროგრამებში მონაწილე საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტებს კსუ უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის შეღავათებითა და დაფინანსებით. რაც ყველაზე მთავარია, კსუ ყველა სტუდენტს სთავაზობს თანაბარ შესაძლებლობებს; გაცვლით პროგრამებზე კონკურსები ტარდება გამჭვირვალობის პრინციპების სრული დაცვით.
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა სემესტრული მობილობის (გაცვლითი) პროგრამების მარეგულირებელი წესს.









