• ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა მევენახეობა- მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბურგოსის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის პროცედურული საკითხების დასრულებისთვის. აღნიშნული პროგრამის ჩაშვებისთანავე, კსუ-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დროის უმოკლეს ვადებში ისწავლონ და მიიღონ როგორც კსუ-ს, ისე ბურგოსის უნივერსიტეტის დიპლომი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.

    პროგრამა ხორციელდება ესპანეთში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ქეთი გორგილაძის ორგანიზებით.