ლოძის უნივერსიტეტი
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
საკონკურსო ადგილი: 10
განაცხადების მიღება: კონკურსი ტარდება სემესტრში ერთხელ. სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
მონაწილეები პარტნიორ უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისგან, იხდიან კსუ-ში ჩვეულ რეჟიმში.
პარტნიორი უნივერსიტეტი კსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ადგილს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში სტუდენტთათვის მისაღებ ფასებში.
საუნივერსიტეტო სტუდენტთა სემესტრული მობილობის (გაცვლითი) პროგრამებისთვის უნივერსიტეტი შემოიღებს დაფინანსების შემდეგ სქემებს:
№ | წინაპირობა | წახალისება |
---|---|---|
1 | კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 | სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
2 | კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 | სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
3 | კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 | სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
4 | კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 | პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |