• კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აპლიკანტთათვის/სტუდენტთათვის სწავლების საფასურის უკან დაბრუნების შესახებ

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს სამართლიან და გამჭვირვალე საფინანსო პოლიტიკას.

    განაცხადის და სწავლის საფასურის უკან დაბრუნება

    • NCEQE-ს განაცხადის საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ ბრუნდება, განაცხადის შედეგის ან/და აპლიკანტის/სტუდენტის მიერ სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიუხედავად.
    • უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პირობების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე აპლიკანტებს/სტუდენტებს სწავლის საფასური დაუბრუნდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწავლის დაწყებამდე, აპლიკანტისგან დამოუკიდებელი მიზეზით,  მისი ვიზაზე განაცხადი ოფიციალურად უარყოფილია საქართველოს საკონსულოს/საელჩოს მიერ (სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ან სხვა ობიექტური გარემოებების გამო) ან/და ის გააბრუნეს  საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან (სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებისა ან/და სხვა მასთან დაკავშირებული მიზეზების გამო). აპლიკანტთა/სტუდენტთა მიერ  მტკიცებულების სახით სრული დოკუმენტაციის  წარმოდგენის შემთხვევაში, უნივერსიტეტი, 30 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუბრუნებს აპლიკანტს/სტუდენტს მათ მიერ გადახდილ სწავლის საფასურს. 
    • აპლიკანტებს/სტუდენტებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო არ შეუძლიათ დროულად ჩართვა სასწავლო პროცესში (მაგ., სავიზო პროცედურების ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო), შეუძლიათ მოითხოვონ გადახდილი თანხის შენახვა და სწავლის გადავადება. სასწავლო სტატუსის აღდგენის შემთხვევებში, შენახული თანხა ჩათვლილი იქნება სწავლის საფასურად.

    თუ სტუდენტი გადაწყვეტს, რომ არ აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი და არ გააგრძელოს სწავლა გადავადების შემდეგ, მას თანხა არ დაუბრუნდება.

     

    სწავლის საფასურის დაბრუნების პროცესი

    • სწავლის საფასურის დაბრუნების დასაწყებად, აპლიკანტმა/სტუდენტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა სწავლის საფასურის დაბრუნების თაობაზე, გადახდის ქვითრები, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვიზის გაცემაზე უარის წერილი ან უარი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე, ორმხრივი ავია ბილეთები, ბანკის მიერ დამოწმებული რეკვიზიტი, საიდანაც მოხდა თანხის ჩარიცხვა (რეკვიზიტი უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას: მიმღების სახელი გავრი, მიმღების ანგარიში - IBAN, ბანკის კოდი, მიმღების რეგისტრაციის ქალაქი და ქვეყანა, სრული მისამართი (საბანკო რეკვიზიტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბანკი არ რიცხავს თანხას)). თანხის დაბრუნების მოთხოვნა, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გაგზავნილ უნდა იქნას უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: ciu@ciu.edu.ge, სათაურით: „სწავლის საფასურის დაბრუნების მოთხოვნა, სტუდენტის სრული სახელი, პასპორტის ნომერი“.

    თანხის დაბრუნება ხორციელდება საბანკო გადარიცხვის გზით, გადახდისს გამოყენებულ ანგარიშზე, სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ზემოაღნიშნული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენლობის შემთხვევაში, ამასთანავე  სწავლის დაწყების შემდეგ, თუ აპლიკანტი/სტუდენტი დროულად არ შეუერთდა სასწავლო პროცესს, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური უკან არ ბრუნდება.

     

    არასწორი ინფორმაციის და/ან ყალბი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, ამასთანავე გაცნობებთ, რომ ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის მხრიდან მოხდება შესაბამისი რეაგირება.