ორმაგი დიპლომის პროგრამები
ორმაგი ხარისხის პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ორი ხარისხი სხვადასხვა ქვეყნის ორ პარტნიორ უნივერსიტეტში. CIU-სა და უცხოურ პარტნიორ დაწესებულებაში სწავლის გაერთიანებით, სტუდენტები შეიძენენ საერთაშორისო გამოცდილებას, აღიარებულ კვალიფიკაციას და კონკურენტულ უპირატესობას გლობალურ შრომის ბაზარზე.
აღნიშნული პროგრამები საშუალებას გაძლევთ:
- ისწავლეთ ორ უნივერსიტეტში და გამოსცადოთ განსხვავებული აკადემიური და კულტურული გარემოები.
- მოიპოვთ განვლილი კრედიტების აღიარება, რათა თქვენ მიერ ერთ უნივერსიტეტში დასრულებული კურსები ჩაითვალოს ორივე ხარისხის პროგრამაში.
- შექმნათ საერთაშორისო ქსელები და გაზარდოთ კარიერული შესაძლებლობები მთელ მსოფლიოში.
ბიზნესის ადმინისტრირების ორმაგი დიპლომის პროგრამა პორტუგალიის ბრაგანსას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან (IPB) პარტნიორობით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) სთავაზობს სტუდენტებს ორმაგი დიპლომის პროგრამის გავლის შესაძლებლობას ბრაგანსას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან (IPB) თანამშრომლობით, რომელიც პორტუგალიის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და აღიარებულია აკადემიური წარმატების, ინოვაციებისა და საერთაშორისო ჩართულობის გამო.
ამ უნიკალური პარტნიორობის მეშვეობით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ ორი ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროებში:
- ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის ბაკალავრი, ბრაგანსას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (IPB)
აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააფართოვონ აკადემიური ჰორიზონტი, მიიღონ ევროპული ბიზნეს განათლება და შექმნან მყარი საფუძველი წარმატებული გლობალური კარიერისთვის.
პროგრამის მიმოხილვა
ორმაგი დიპლომის პროგრამა საშუალებას აძლევს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ CIU-ს სტუდენტებს, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ პორტუგალიაში, IPB-ში.
ამ პერიოდის განმავლობაში, სტუდენტები IPB-ში 72 ECTS კრედიტის საგნებს გაივლიან, რომელთა წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება აღიარება უნივერსიტეტებს შორის დამტკიცებული სასწავლო გეგმის ეკვივალენტობის ჩარჩოს შესაბამისად.
წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები იღებენ ორ დიპლომს - ერთს CIU-დან და მეორეს IPB-დან.
მონაწილეობის კრიტერიუმები
ორმაგი დიპლომის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, CIU-ს სტუდენტებმა:
- წარმატებით უნდა დაასრულონ CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის პროგრამის სულ მცირე ოთხი სემესტრი (120 ECTS).
- ქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება და მოტივაცია, გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთ.
- ორმაგი დიპლომის პერიოდში ჩარიცხულნი იყვნენ როგორც CIU-ში, ასევე IPB-ში, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებად.
სასწავლო გეგმა IPB-ში
IPB-ში სასწავლო გეგმა ორი სემესტრის განმავლობაში (72 ECTS) უნდა დასრულდეს და მოიცავს თეორიული და პრაქტიკული ბიზნეს მოდულების კომბინაციას.
პირველი სემესტრი
- გამოყენებითი კვლევა (6 ECTS)
- ბიზნეს სიმულაცია (6 ECTS)
- ინოვაციების მენეჯმენტი და მეწარმეობა (6 ECTS)
- საერთაშორისო კონტრაქტები (3 ECTS)
- საერთაშორისო სტრატეგიული მენეჯმენტი (6 ECTS)
მეორე სემესტრი
- საერთაშორისო ოპერაციები და ლოჯისტიკა (6 ECTS)
- საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკა (3 ECTS)
- პრაქტიკა და პროექტი (24 ECTS)
- საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი (6 ECTS)
- სემინარები (6 ECTS)
დასრულების შემდეგ, IPB გასცემს საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის ბაკალავრის დიპლომს, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია და იქ განვლილი კრედიტები სტუდენტს CIU-ს სასწავლო გეგმაში ჩაეთვლება.
სწავლის საფასური
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ვალდებულნი არიან მობილობის პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირდნენ IPB-ში.
წლიური სწავლის საფასური: €1,567.50
- გადახდა შესაძლებელია 10 ყოველთვიურ ნაწილად
- IPB-ის რეგულაციების შესაბამისად, შესაძლოა დაწესდეს დამატებითი საფასური კრედიტების აღიარებისა და ხარისხის სერტიფიცირებისთვის.
დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია IPB-ის ოფიციალურ ვებსაიტზე
პორტუგალიის №36/2014 დადგენილება-კანონის (საერთაშორისო სტუდენტის წესდება) შესაბამისად, სტუდენტები ვალდებულნი არიან გადაიხადონ მხოლოდ მობილობის პერიოდის სწავლის საფასური.
რატომ უნდა აირჩიოთ CIU–IPB ორმაგი დიპლომი?
- მიიღეთ ორი საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხი ბიზნესში საქართველოში და პორტუგალიაში.
- მიიღეთ გამოცდილება ევროპული განათლება მენეჯმენტის მიმართულებით, ინოვაციური სწავლების მეთოდებით.
- განავითარეთ კულტურათშორისი ბიზნეს კომპეტენცია და გააძლიერეთ თქვენი გლობალური ქსელი.
- გაზარდეთ თქვენი დასაქმების შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზრებსა და მრავალეროვნულ ორგანიზაციებში.
რეგისტრაცია
განაცხადის დეტალებისა და პერსონალიზებული კონსულტაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ელ. ფოსტაზე ird@ciu.edu.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი დიპლომის პროგრამა პორტუგალიის ბრაგანსას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან (IPB) პარტნიორობით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) სტუდენტებს სთავაზობს ორმაგი დიპლომის პროგრამის გავლის შესაძლებლობას ბრაგანსას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან (IPB) თანამშრომლობით, რომელიც პორტუგალიის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და აღიარებულია აკადემიური წარმატების, ინოვაციებისა და საერთაშორისო ჩართულობის გამო.
ორმაგი ხარისხის
პროგრამის მეშვეობით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ ორი ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროებში:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- ინფორმატიკის ინჟინერის ბაკალავრი, ბრაგანსას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (IPB)
აღნიშნული თანამშრომლობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააფართოვონ თავიანთი ცოდნა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მიიღონ ევროპული აკადემიური გამოცდილება და გაზარდონ გლობალური დასაქმების შესაძლებლობები სწრაფად განვითარებად IT და ციფრულ სექტორებში.
პროგრამის მიმოხილვა
ორმაგი დიპლომის პროგრამა საშუალებას აძლევს CIU-ს სტუდენტებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ პორტუგალიაში, IPB-ში და პროგრამის დასრულებისას მიიღონ ორი ბაკალავრის ხარისხი.
მობილობის პერიოდში სტუდენტები IPB-ში 60 ECTS კრედიტის საგნებს გაივლიან, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოხდება აღიარება უნივერსიტეტებს შორის დამტკიცებული სასწავლო გეგმის ეკვივალენტობის ჩარჩოს შესაბამისად.
მონაწილეობის კრიტერიუმები
ორმაგი დიპლომის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, CIU-ს სტუდენტებმა:
- წარმატებით უნდა დაასრულონ CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სულ მცირე ექვსი სემესტრი (180 ECTS).
- ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება და მოტივაცია, გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთ.
- ორმაგი დიპლომის პერიოდში ჩარიცხულნი იყვნენ როგორც CIU-ში, ასევე IPB-ში, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებად.
სწავლის საფასური
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ვალდებულნი არიან მობილობის პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირდნენ IPB-ში.
წლიური სწავლის საფასური (2025-2026 სასწავლო წელი): €1,567.50
გადახდა შესაძლებელია 10 ყოველთვიურ ნაწილად
IPB-ის რეგულაციების შესაბამისად, შესაძლოა დაწესდეს დამატებითი საფასური კრედიტების აღიარებისა და ხარისხის სერტიფიცირებისთვის.
დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია IPB-ის ოფიციალურ ვებსაიტზე
პორტუგალიის №36/2014 დადგენილება-კანონის (საერთაშორისო სტუდენტის წესდება) შესაბამისად, სტუდენტები ვალდებულნი არიან გადაიხადონ სწავლის საფასური მხოლოდ მობილობის პერიოდისთვის.
სასწავლო გეგმა IPB-ში
IPB-ში ერთწლიანი სასწავლო გეგმა (60 ECTS) მოიცავს კომპიუტერული მეცნიერებისა და ციფრული სისტემების მოწინავე და პრაქტიკულ კურსებს.
პირველი სემესტრი
- ციფრული ელექტრონიკა (6 ECTS)
- მანქანური სწავლება (6 ECTS)
- მულტიპლატფორმული პრპდუქტების განვითარება (6 ECTS)
- ქსელისა და სისტემის მენეჯმენტი (6 ECTS
- ვებ-განვითარების ლაბორატორია (6 ECTS)
მეორე სემესტრი
- კომპიუტერული ქსელები II (6 ECTS)
- კიბერუსაფრთხოება (6 ECTS)
- განაწილებული სისტემები (6 ECTS)
- საბოლოო პროექტი (12 ECTS)
მობილობის წარმატებით დასრულების შემდეგ, IPB გასცემს ინფორმატიკის ინჟინერის ბაკალავრის დიპლომს, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია და იქ განვლილი კრედიტები სტუდენტს CIU-ს სასწავლო გეგმაში ჩაეთვლება.
რატომ უნდა აირჩიოთ CIU–IPB ორმაგი დიპლომი?
- მიიღეთ ორი ბაკალავრის ხარისხი საქართველოში და პორტუგალიაში.
- მიიღეთ პრაქტიკული გამოცდილება ევროპულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ გარემოში.
- ისწავლეთ და იცხოვრეთ პორტუგალიაში, ტექნოლოგიური და ციფრული ინდუსტრიების მზარდ ცენტრში.
- გაიძლიერეთ თქვენი პროფილი საერთაშორისო კარიერისთვის ან IT, მონაცემთა მეცნიერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებისთვის.
რეგისტრაცია
განაცხადის დეტალებისა და პერსონალიზებული კონსულტაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ელ. ფოსტაზე ird@ciu.edu.ge
ბიზნესის ადმინისტრირების ორმაგი დიპლომის პროგრამა საფრანგეთის IPAG ბიზნეს სკოლასთან პარტნიორობით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) სთავაზობს სტუდენტებს გამორჩეულ შესაძლებლობას, მიიღონ ორი საერთაშორისოდ აღიარებული ბაკალავრის ხარისხი IPAG ბიზნეს სკოლასთან პარტნიორობით, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლაა და აკრედიტებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ.
აღნიშნული ორმაგი დიპლომის პროგრამის მეშვეობით სტუდენტები მიიღებენ:
- ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან
- ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს IPAG ბიზნეს სკოლიდან, საფრანგეთი
პარიზის გულში, ბიზნესის, კულტურისა და ინოვაციების გლობალურ დედაქალაქში მდებარე IPAG-ი CIU-ს სტუდენტებს ტრანსფორმაციულ საერთაშორისო გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც აძლიერებს როგორც აკადემიურ ცოდნას, ასევე კარიერულ პოტენციალს.
პროგრამის მიმოხილვა
ორმაგი დიპლომის პროგრამა CIU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სწავლის ნაწილი დაასრულონ IPAG-ის ბიზნეს სკოლაში და მიიღონ ორი ხარისხი.
საზღვარგარეთ სწავლის ერთი წლის განმავლობაში სტუდენტები IPAG-ში 60 ECTS კრედიტს დააგროვებენ, რომელთა აღიარება მოხდება CIU-ს ხარისხის მისაღებად ერთობლივად დამტკიცებული სასწავლო გეგმის საფუძველზე.
მონაწილეობის კრიტერიუმები
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებს:
- განვლილი უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 120 ECTS საგნები (ორი აკადემიური წელი) CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაში.
- ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება და საერთაშორისო განათლების მიღების მოტივაცია.
- ინგლისური ენის ცოდნის დონე: IELTS-ის საერთო ქულა - 6.0 ან TOEFL - 80.
- შეინარჩუნონ აქტიური სტუდენტის სტატუსი CIU-ში, IPAG-ში სწავლის პერიოდში.
სწავლის საფასური და ფასდაკლებები
წლიური სწავლის საფასური (2025/2026): 8,900 ევრო
სპეციალური ფასდაკლებები სწავლის საფასურზე CIU-ს სტუდენტებისთვის:
- 12%-იანი ფასდაკლება – 10-დან 20-მდე სტუდენტთა ჯგუფებისთვის
- 15%-იანი ფასდაკლება – 21 ან მეტი სტუდენტთა ჯგუფებისთვის
სწავლის საფასური პირდაპირ IPAG ბიზნეს სკოლაში ირიცხება და გადახდა ხდება სემესტრის დაწყებამდე. სტუდენტები პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ დამატებით სავალდებულო გადასახადზე.
რატომ უნდა აირჩიოთ CIU–IPAG ორმაგი დიპლომი?
- მიიღეთ ორი პრესტიჟული ბაკალავრის ხარისხი საქართველოდან და საფრანგეთიდან.
- მიიღეთ საერთაშორისო განათლება ბიზნესში და კულტურათშორისი გამოცდილება.
- ისწავლეთ პარიზში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია განათლებისა და კარიერული განვითარებისთვის.
- გაიძლიერეთ თქვენი პროფილი გლობალური დასაქმების ბაზარზე ადაპტაციისა და სამაგისტრო პროგრამაში სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის.
რეგისტრაცია
განაცხადის დეტალებისა და პერსონალიზებული კონსულტაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ელ. ფოსტაზე ird@ciu.edu.ge.