მიმართეთ CIU-ს
აბიტურიენტმა რომ მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი და ჩაერთოს სასწავლო პროცესში, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:
პირველი ეტაპი
თანხის გადახდა და რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი (ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- პირველი სემესტრის სწავლის საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
მეორე ეტაპი
სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება
CIU-ში მოქმედებს სწავლის გადასახადის აღრიცხვის ელექტრონული (ბილინგის) სისტემა, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს სწავლის გადასახადი გადაიხადოს საბანკო დაწესებულებების, ონლაინ პორტალებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
- თიბისი ბანკი - გადახდა შესაძლებელია ბანკში ოპერატორთან / თიბისი ბანკის გადახდის აპარატით / თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკინგით;
- საქართველოს ბანკი - გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის გადახდის აპარატით/ინტერნეტ ბანკინგით.
შენიშვნა: სასწავლო საფასურის გადახდისთვის სარგებლობთ „კომუნალური გადახდის წესით“. ამისთვის ირჩევთ „განათლებას“, „უნივერსიტეტს“ და უთითებთ თქვენს პირად ნომერს. ამ შემთხვევაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემა „გონში“ გადახდა ფიქსირდება მომენტალურად.
თუ გადახდას აწარმოებთ სხვა ბანკებიდან, შეგიძლიათ ისარგებლოთ ანგარიშის ნომრით (ამ შემთხვევაში, გადახდის დაფიქსირება „გონში“ ხორციელდება 2-3 სამუშაო დღის ვადაში).
ანგარიშსწორების ანგარიში: GE39TB0861336080100001
საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637
როგორ და რამდენ ნაწილად შემიძლია სწავლის საფასურის გაყოფა?
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები პირველი სემესტრის საფასურს სწავლის დაწყებამდე იხდიან სრულად.
სტუდენტი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო, სოციალური ან სხვა ტიპის გრანტი/დაფინანსება, დაფარავს სწავლის საფასურის დადგენილ ოდენობასა და მოპოვებულ გრანტს/დაფინანსებას შორის სხვაობას.
შენიშვნა: სტუდენტი, რომელიც ელოდება სწავლის საფასურის დაფინანსებას სახელმწიფო ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, მიმართვა შესაბამის დამფინანსებელთან თავად უნდა უზრუნველყოს.
მეორე სემესტრიდან სტუდენტის სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია 3 ნაწილად: სწავლის დაწყებამდე; შუალედურ გამოცდამდე; ფინალურ გამოცდამდე. ასევე, შესაძლებელია განცხადების საფუძველზე ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის შექმნა.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73
საკონტაქტო ტელ: (+99532) 2 022115 , (+995 32) 2 611298, (+995 32) 2 945992
ელ.ფოსტა: CIU@ciu.edu.ge
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი/ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე ყოველი წლის 20 აგვისტომდე.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73
საკონტაქტო ტელ: (+99532) 2 022115 , (+995 32) 2 611298, (+995 32) 2 945992
ელ.ფოსტა: CIU@ciu.edu.ge
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ
სწავლა და კვლევა
დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები (უნივერსიტეტს უფლება აქვს, კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ დოქტორანტს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდგენლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის /პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი ამობეჭდილი და ელექტრონული სახით (CD დისკით), ზომით 3X4 (სმ);
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისთვის);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (Toefl, IELTS, FCE, CAE). სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს სერტიფიკატს, ვალდებულია, ჩააბაროს გამოცდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრში;
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უნივერსიტეტის დოქტორანტურაში;
- სამოტივაციო წერილი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
- ორი სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან (თუ აქვს სამუშაო გამოცდილება — მეორე წერილი შესაძლებელია იყოს დამსაქმებლისგან);
- შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
საკვლევი თემის პროექტი, რომელიც მოიცავს:
- დოქტორანტობის კანდიდატის ხედვას თემის აქტუალობისა და სიახლის შესახებ;
- მოაზრებული თემის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებებს;
- მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც განახორციელებს კვლევას და ანალიზს;
- დასაბუთებულ წინასწარ შეხედულებას / მოლოდინს.
(კონკურსანტის პროგრამაზე ჩარიცხვის შემდგომ შესაძლებელია წარმოდგენილი პროექტის თემატიკის სრულად ან ნაწილობრივ ცვლილება, დოქტორანტის ინტერესებიდან გამომდინარე).
პროგრამებიჩარიცხვის პროცედურა
კსუ-ს რეზიდენტურის პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და უნივერსიტეტის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე.
ჩარიცხვის წინაპირობები
რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალობის მაძიებლის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალაშია 3 წლის განმავლობაში.
უნივერსიტეტის რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა წარმოებს წინასწარ გამოცხადებული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, კონკურსის წესით.
წარმოსადგენი დოკუმენტები
ა. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
ბ. ერთსაფეხურიანი პროგრამით მიღებული ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გ. 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ);
დ. მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
ე. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა;
ვ. სხვა სარეზიდენტო პროგრამაზე გავლილი მოდულების ჩამონათვალი და დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ. კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ. საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).