იურიდიული კლინიკა

იურიდიული კლინიკა არის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კურსების ფარგლებში სტუდენტთა პრაქტიკული და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
იურიდიული კლინიკის ფარგლებში მაგისტრატურის სტუდენტები ემსახურებიან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გასწევენ უსასყიდლო იურიდიულ კონსულტაციას, სასამართლო წამომადგენლობას და სხვა სახის იურიდიულ დახმარებას კვალიფიციური ადვოკატებისა და ლექტორების დახმარებით.
იურიდიული კლინიკა თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:
კერძო სამართალი;
ადმინისტრაციული სამართალი;
სისხლის სამართალი.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ ელ.ფოსტაზე - legal.clinic@ciu.edu.ge ან დარეკეთ ნომერზე (+995 32) 29 459 92 (გაფართოება - 431)
0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა №73
ოთახი №84