• ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს აერთიანებს და დაინტერესებულ პირებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სთავაზობს.

    ფაკულტეტს ემსახურებიან კვალიფიციური პროფესორები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სპეციალისტები, რაც მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

    ფაკულტეტი მუდმივად ზრუნავს, დააკავშიროს სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებლებთან საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში როგორც სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებით, ასევე პრაქტიკული გასვლითი ლექცია-სემინარებით. ფაკულტეტის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს, შეინარჩუნოს მიღწეული შედეგები და იზრუნოს უფრო დიდი წარმატებების მისაღწევად; გააძლიეროს საერთაშორისო ურთიერთობები.

    baner

    ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები:

    1. მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
    2. ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
    3. ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
    4. ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა
    5. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა
    6. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (180 ECTS)
    7. ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (180 ECTS)
    8. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
    9. საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
    10. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

    მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

     მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა თანამედროვე სტანდარტებზეა ორიენტირებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს ბიზნეს საგანმანათ­ლებლო სივრცისათვის ისეთ ახალსა და აქტუალურ მიმართულებებზე, როგორებიცაა: გუნდური პროექტების, მეწარმეობისა და ბიზნესგეგმების მომზადება და პრეზენტაცია. თეორიული სწავლების პარალელურად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ხორციელდება ფაკულტეტზე შექმნილ ბიზნესინკუბატორში, სადაც ხდება ბიზნესიდეების გენერირება, აკუმულაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა. პროექტების შერჩევა ხდება კონკურსის გზით; მათ შორის გამარჯვებულის პრეზენტაცია წარედგინება ბიზნესსექტორის გარედან მოწვეულ წარმომადგენლებს საქართველოს წამყვან ორგანიზაციებში. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში.

     

    ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

     პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში. სტუდენტების სტაჟირება შემდეგში დასაქმების პერსპექტივით, უზრუნველყოფილია საბანკო სექტორში, სადაზღვევო კომპანიებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. პროგრამის სტუდენტებისათვის ტარდება გასვლითი ლექციები საქართველოს სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებში. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ბირჟის ვირტუალურ სივრცეში. პროგრამის ფარგლებში მოქმედებს იმიტირებული ბანკი, სადაც ისწავლება თანამედროვე საბანკო პროგრამები და პრაქტიკულად ხორციელდება სხვადასხვა საბანკო-საფინანსო ოპერაციები. დანერგილია oris- ბუღალტერიის პროგრამა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ და შეიძინონ პრაქტიკოსი ბუღალტრის უნარ-ჩვევები. სტუდენტი სწავლობს რისკების მართვას, ვაჭრობის ფსიქოლოგიას, საბირჟო კომერციის პრაქტიკულ ასპექტებს, კაპიტალის ბაზრის შესახებ ინფორმაციის გაანალიზებასა და კრიტიკულ გააზრებას.

    ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 

    ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სასწავლო კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას; მაგალითად, სასწავლო კურსი „დაჯავშნის საერთაშორისო სისტემები“, რომელსაც სტუდენტებს ტურისტული კომპანიის „Discover Georgias” წარმომადგენელი შეასწავლის, ჩამოუყალიბებს უნარებს, მართონ არსებული ეროვნული და საერთაშორისო ჯავშნის სისტემები ტურისტულ ბიზნესში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს, შეისწავლონ თანამედროვე ტურისტული ბიზნესგარემოს სტანდარტები და საჭიროებები. ტურიზმის პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ, შეისწავლონ საქართველოსა და მსოფლიოში პოპულარული და აქტუალური სასტუმროების მართვის პროგრამა „Opera“, რომელიც დანერგილია ევროპული სასტუმროების ბრენდების მიერ. სასტუმროს ინდუსტრიაში მართვის სისტემა „ოპერა“ ცნობილია, როგორც OPERA (PMS), რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს კომპლექსურ პროგრამულ უზრუნველყოფას; გამოიყენება იმისათვის, რომ მოხდეს ფრონტოფისის, გაყიდვების, დაგეგმვისა და სხვა სერვისების კოორდინაცია. პროგრამის შესწავლის შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატი (ინგლისურსა და ქართულ ენებზე). პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს, შეისწავლონ თანამედროვე ტურისტული ბიზნესგარემოს სტანდარტები, საჭიროებები.

    ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

     ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. პროგრამები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნითა და უნარებით სტუდენტები ჩამოყალიბდებიან კონკურენტუნარიან კადრებად, რაც დაეხმარება მათ დასაქმნდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

    ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობები: 

    1. ორი დიპლომის აღების შესაძლებლობა
    2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და Instituto Politécnico de Bragança-ს (პორტუგალია).
    3. სწავლება ინოვაციური მეთოდებით - რეალურ პროექტებში მუშაობის შესაძლებლობა, საკუთარი პორტფოლიოს შექმნა.
    4. თანამედროვე პროგრამული ენებისა და ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობა - JavaScript; AI; React.js; PHP; Node.js; Python; Java; .NET (C#); MySQL; MongoDB;  Firebase;  Kotlin;  Flutter (Dart); React Native;  Blockchain ტექნოლოგიები; Figma, UX/UI დიზაინი.
    5. რბილი უნარების განვითარების შესაძლებლობა - კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და სხვ.
    6. სამეწარმეო უნარების განვითარების შესაძლებლობა.
    7. პრაქტიკა წამყვან დაწესებულებებში.

    ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

    ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. პროგრამები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნითა და უნარებით სტუდენტები ჩამოყალიბდებიან კონკურენტუნარიან კადრებად, რაც დაეხმარება მათ დასაქმნდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

    ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობები:

    1. ორი დიპლომის აღების შესაძლებლობა 
    2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და Instituto Politécnico de Bragança (პორტუგალია). 
    3. სწავლება ინოვაციური მეთოდებით - რეალურ პროექტებში მუშაობის შესაძლებლობა, საკუთარი პორტფოლიოს შექმნა.
    4. თანამედროვე პროგრამული ენების და ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობა - JavaScript; AI; React.js; PHP; Node.js; Python; Java; .NET (C#); MySQL;  MongoDB;  Firebase;  Kotlin;  Flutter (Dart); React Native;  Blockchain ტექნოლოგიები; Figma, UX/UI დიზაინი. 
    5. რბილი უნარების განვითარების შესაძლებლობა - კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობის და სხვ.
    6. სამეწარმეო უნარების განვითარების შესაძლებლობა.
    7. პრაქტიკა წამყვან დაწესებულებებში.

    ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები (180 ECTS)

    ბიზნესის ადმინისტრირების (180 ECTS) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. პროგრამები თეორიული ცოდნის მიღებასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს სტუდენტებს ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან კადრებად, რომლებიც შეძლებენ დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე და შეიტანენ წვლილს მდგრადი განვითარების გამოწვევების დაძლევის პროცესში.

    ბიზნესის ადმინისტრირების (180 ECTS) ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობები:

    • ორი დიპლომის აღების შესაძლებლობა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და  პარიზის IPAG Business School/Instituto Politécnico de Bragança-ს (პორტუგალია).

    • სტუდენტის სურვილისამებრ ბიზნეს ადმინისტრირების შესაბამის კონცენტრაციაში (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა) ცოდნის გაღრმავება.

    პირველი ორი წლის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს ცოდნას და გამოიმუშავებს უნარებს ბიზნესის ადმინისტრირების ზოგად საკითხებში, ხოლო მესამე წლიდან მას ექნება საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი - მარკეტინგის, მენეჯმენტის, ფინანსებისა ან საბუღალტრო აღრიცხვის კონცენტრაცია, რომლის ფარგლებშიც გაღრმავდება ცოდნა და უნარები, იმის მიხედვით, თუ სად ხედავს ის სამომავლო  კარიერულ განვითარებას.

    • ტექნოლოგიებზე კონცენტრირება.

    ბიზნესი საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიური უნარების მქონე კურსდამთავრებულებს. შესაბამისად, პროგრამებში ინტეგრირებულია უახლესი ტექნოლოგიების ინსტრუმენტები, მათ შორის, AI, Blockchain ტექნოლოგიები, ციფრული აპლიკაციები და სხვა.

    მე-6 სემესტრში სტუდენტები გადიან პრაქტიკას ქვეყნის წამყვან ბიზნეს სუბიექტებში.

    baner

    საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

    საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამაა, რასაც ყოველწლიურად ამ პროგრამაზე სწავლის მსურველ მაგისტრანტთა მზარდი რაოდენობა ადასტურებს. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკონკურენტუნარიანი კადრების მომზადება; ისინი მზად არიან, წარმატებით დასაქმდნენ სხვადასხვა პროფილის საერთაშორისო კომპანიებში. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, სტუდენტებში პრაქტიკული და თეორიული კვლევის უნარ–ჩვევების სიღრმისეულად ათვისებას.

     

    საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

    პროგრამის ძლიერი მახარეა ორიენტირი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე და ამ ბაზრებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე, კონკურენტუნარიანი მარკეტინგის სპეციალისტების აღზრდაზე. პროგრამა მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რაც საჭიროა მაგისტრის, საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სპეციალისტის აღსაზრდელად. პროგრამის სასწავლო კურსები სტუდენტს აძლევს ფართო და ამავე დროს ღრმა პროფესიულ, ინოვაციურ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და აუცილებელ კომპეტენციებს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად.

     

    ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

    ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირების მაღალკვალიფიციური მეცნიერ-მკველვერებისა და აკადემიური სფეროსთვის პროფესორ-მასწავლებელთა მომზადებაზე. პროგრამა სრულად არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტენიკური ბაზით. კვლევის შედეგების სამეცნიერო ღირებულებასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას უზრუნველყოფს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მოღვაწე მაღალკვალიფიციური პროფესორების უშუალო ჩართულობა ბიზნესის განვითარებისა და სრულყოფის აქტუალური საკითხების კვლევასა და პრაქტიკულ განხორციელებაში.

    ფაკულტეტის დებულებაarrow