• ბიზნეს ინკუბატორი

    baner

    თუ გაქვს ბიზნეს იდეები და გსურს, უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენო ან/და შეიძინო სამეწარმეო უნარები, მაშინ შემოუერთდი CIU-ს ბიზნეს ინკუბატორის გუნდს.  

    პროექტის ფარგლებში, იდეები დამუშავდება და გარდაიქმნება ბიზნეს მოდელში, რომელიც ქმნის საჭირო პროდუქტს, არის მოთხოვნადი და ჰყავს შესაბამისი მიზნობრივი მყიდველი.

    სამეწარმეო ქოუჩინგის ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება მეწარმეობისთვის აუცილებელი თვისებების, ხედვის არეალის, ძლიერი საზრისისა და შემართების განმტკიცება, რომელიც დაბრკოლების მიუხედავად, მეწარმეს ძალას აძლევს გააგრძელოს მუშაობა იდეისთვის და შეინარჩუნოს მოტივაცია.

    ვინაიდან, საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია გქონდეს ზუსტად ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელი, ინკუბაციის პერიოდში, პროცესები როგორებიცაა: ბიზნეს მოდელის / ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბება, პირველადი პროდუქციის პროტოტიპის დამზადება და მიზნობრივ აუდიტორიასთან წარდგენა თუ დაფინანსების გზების მოძიება,  მენტორის მხარდაჭერით წარიმართება.

    პროექტი დაფუძნებულია ევროპული სამეწარმეო კომპეტენციის EnterComp-ის სასწავლო მოდულის შესაბამისად.

    რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  https://forms.gle/4Ynk9PmsKHccN3TB8

    https://mastsavlebeli.ge/?p=23461

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ოთახის ნომერი: 405
    სართული: IV
    ია ნადირაშვილი - ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი;
    მეილი: ia.nadirashvili@ciu.edu.ge