• იაგელონიის უნივერსიტეტი

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებებისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს.

    აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.

    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
    საკონკურსო ადგილი: 5

    განაცხადების მიღება: კონკურსი ტარდება სემესტრში ერთხელ. სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge.

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
    • CV (ინგლისურ ენაზე)

    შერჩევის პროცედურა:

    • სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
    • გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

    • მოტივაცია
    • აკადემიური მოსწრება
    • ენობრივი კომპეტენცია

    ფინანსური პირობები:

    მონაწილეები იაგელონიის უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისგან, იხდიან კსუ-ში ჩვეულ რეჟიმში.
    იაგელონიის უნივერსიტეტი კსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ადგილს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში სტუდენტთათვის მისაღებ ფასებში.

    საუნივერსიტეტო სტუდენტთა სემესტრული მობილობის (გაცვლითი) პროგრამებისთვის უნივერსიტეტი შემოიღებს დაფინანსების შემდეგ სქემებს:

    წინაპირობაწახალისება
    1კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    2კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    3კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    4კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.