• ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი

    ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის და ტექნოლოგიების,სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს.

    აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.

    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი

    საკონკურსო ადგილი: 3

    განცხადების მიღება: კონკურსი ტარდება სემესტრში ერთხელ. სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე:
    ird@ciu.edu.ge

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
    • CV (ინგლისურ ენაზე)

    შერჩევის პროცედრა:

    • სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
    • გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

    • მოტივაცია
    • აკადემიური მოსწრება
    • ენობრივი კომპეტენცია

    ფინანსური პირობები:
    მონაწილეები პარტნიორ უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან კსუ-ში ჩვეულ რეჟიმში. პარტნიორი უნივერსიტეტი კსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ადგილს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში სტუდენტთათვის მისაღებ ფასებში.

    საუნივერსიტეტო სტუდენტთა სემესტრული მობილობის (გაცვლითი) პროგრამებისთვის უნივერსიტეტი შემოიღებს დაფინანსების შემდეგ სქემებს:

    წინაპირობა წახალისება
    1 კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 სემესტრული სწავლის საფასური+ორმხრივი ბილეთები+საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეშ 100 ევროს ფარგლებში(5 თვე)+სამოგზაურო დაზღვევა+პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 5 საგნის საფასურის კრედიტული დაფარვა.
    2 კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა+ მინ. GPA 3,2 სემესტრული სწავლის საფასური+ორმხრივი ბილეთები+სამოგზაურო დაზღვევა+პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    3 კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა+მინ. GPA 3,0 სემესტრული სწავლის საფასური+პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    4 კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული+მინ. GPA 2,5 პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.