CIU-ს წარმომადგენლებმა საფრანგეთში Erasmus+ საერთაშორისო სასწავლო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

16-20 მარტს, საფრანგეთში, რენის უნივერსიტეტის ბაზაზე, ევროკავშირის თანადაფინანსებითა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (FGU) ორგანიზებით, „საფრანგეთ-საქართველოს სასწავლო კვირეული“ გაიმართა.
ღონისძიებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და დეკანის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით, პროფესორი დავით მაღრაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სვეტლანა კირაკოსიანი.
სასწავლო კვირეული მიზნად ისახავდა საფრანგეთსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი ერთობლივი პროექტების დაგეგმვას.
კვირეულის ფარგლებში განხილული ძირითადი საკითხები ეხებოდა Erasmus+-ის ახალი პროექტის (KA171) ოფიციალურ დაწყებას, რომელიც 2025-2028 წლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას ითვალისწინებს, ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი განათლებაში და ჯანსაღი კამპუსის მართვის სტრატეგიები.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს კონსორციუმის წევრი სხვა უნივერსიტეტები: Sciences PO - სადაც განიხილეს Erasmus+ KA171 პროექტის ფარგლებში სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო მობილობის გაზრდის საკითხები; INSA Rennes - სადაც ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და სამომავლო თანამშრომლობას; EHESP - იმსჯელეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სამომავლო პარტნიორობაზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფრანკო-ქართულ Erasmus+ KA171 კონსორციუმს (2025–2028) 2025 წელს შეუერთდა, რომლის კოორდინაციასაც რენის უნივერსიტეტი ახორციელებს. ეს პრესტიჟული კონსორციუმი, რომელსაც 900,180 ევროს ოდენობის გრანტი მიენიჭა, აერთიანებს 19 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას - 8 საფრანგეთიდან და 11 საქართველოდან - აკადემიური თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მობილობის ხელშესაწყობად და ერთობლივი სასწავლო ინიციატივების შესამუშავებლად. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წევრობა ამ კონსორციუმში ასახავს მის საერთაშორისო აღიარებასა და ჩართულობას.
სხვა სიახლეები
მარტი 26, 2026
01:10 PM
შეხვედრა თემაზე - „ანტინარკოტიკული კამპანია“
26 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ანტინარკოტიკული კამპანია“.
მარტი 26, 2026
01:00 PM
Erasmus+ პრაქტიკის პროგრამა აგრო მონპელიეს ინსტისტუტში (მონპელიე, საფრანგეთი)
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ პრაქტიკის პროგრამაზე პარტნიორ აგრო მონპელიეს ინსტიტუტში (მონპელიე, საფრანგეთი).
მარტი 25, 2026
01:30 PM
CIU-მ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ აკადემიური მობილობის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა უმასპინძლა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს, მარია ვესოლოვსკას.