2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ პრაქტიკის პროგრამაზე პარტნიორ აგრო მონპელიეს ინსტიტუტში (მონპელიე, საფრანგეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
პრაქტიკული ტრენინგის პერიოდი: 2026-2027 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე)
პროგრამა მოიცავს:
- ღვინის წარმოების პროცესში მონაწილეობას
- ვენახში რთველის პროცესში მონაწილეობას
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 5 აპრილი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე:
ird@ciu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
- ორივე საფეხურის გადალახვის შემდეგ, ინფორმაცია იგზავნება მიმღებ უნივერსიტეტში და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აგრო მონპელიეს ინსტიტუტი.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
- Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გრანტი 900 ევრო ყოველთვიურად.
- მგზავრობის ხარჯების დაფინანსება - 580 ევრო