შეხვედრა თემაზე - „ანტინარკოტიკული კამპანია“
26 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ანტინარკოტიკული კამპანია“.
საინფორმაციო შეხვედრის დაწყებამდე სტუდენტებს სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრას უძღვებოდნენ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლუკა გამყრელიძე და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძე.
სპიკერებმა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ყურადღება გაამახვილეს იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც ნარკოტიკის მოხმარებას მოსდევს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე საუბარი შეეხო ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე.
სხვა სიახლეები
მარტი 26, 2026
01:30 PM
CIU-ს წარმომადგენლებმა საფრანგეთში Erasmus+ საერთაშორისო სასწავლო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა
16-20 მარტს, საფრანგეთში, რენის უნივერსიტეტის ბაზაზე, ევროკავშირის თანადაფინანსებითა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (FGU) ორგანიზებით, „საფრანგეთ-საქართველოს სასწავლო კვირეული“ გაიმართა.
მარტი 26, 2026
01:00 PM
Erasmus+ პრაქტიკის პროგრამა აგრო მონპელიეს ინსტისტუტში (მონპელიე, საფრანგეთი)
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ პრაქტიკის პროგრამაზე პარტნიორ აგრო მონპელიეს ინსტიტუტში (მონპელიე, საფრანგეთი).
მარტი 25, 2026
01:30 PM
CIU-მ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ აკადემიური მობილობის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა უმასპინძლა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს, მარია ვესოლოვსკას.





