• dateმარტი 25, 2026
    time01:30 PM

    CIU-მ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს უმასპინძლა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ აკადემიური მობილობის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა უმასპინძლა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს, მარია ვესოლოვსკას.

    პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, მაგდა თორთლაძესთან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სვეტლანა კირაკოსიანთან. 

    შეხვედრების მიზანი იყო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივების განხილვა. ამასთან, მარია ვესოლოვსკამ სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციები, რომელსაც მედიცინის ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი ესწრებოდა.

    ვიზიტის ფარგლებში განხილული თემები მოიცავდა: Free-Living Amoebae and their Impact on Public Health, Soil-Transmitted Helminths - Cosmopolitan and Endemic Invasion, Opportunistic Parasites in Immunosuppressed Patients, One Health Concept Focused on the Public Health Impacts of Emerging Parasitic Infections.

    აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის აკადემიური ვიზიტები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ ზრდასა და ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.
     

    სხვა სიახლეები