• dateაპრილი 01, 2026
    time09:00 AM

    CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს

    banner

    2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ. 

    • 40%-იანი შიდა გრანტი

    აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამა პირველ პრიორიტეტად და მიიღე 40%-იანი შიდა გრანტი. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, შემდეგ სემესტრებში კი მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).

    • 100% და 70%-იანი შიდა გრანტი

    ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით, თუ შენი შეფასება 2000-ზე მეტია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღებ 100%-იან შიდა გრანტს, 1950-დან 2000 ქულის შემთხვევაში - 70%-იან შიდა გრანტს. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, შემდეგ სემესტრებში კი მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).

    • 100%-იანი შიდა გრანტი ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს 

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, მიიღე 100%-იანი შიდა გრანტი. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, შემდეგ სემესტრებში კი მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).

    • მედალოსნების შიდა გრანტი 

    თუ ხარ ოქროს მედალოსანი, მიიღე 20%-იანი შიდა გრანტი, ხოლო ვერცხლის მედალზე - 10%. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, შემდეგ სემესტრებში კი მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).

    გაითვალისწინე, რომ ორი ან მეტი გრანტის ერთდროულად მოპოვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება რაოდენობრივად უფრო მოცულობით გრანტს. 

    • მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

    საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გარანტირებულად იღებს 20%-იან შიდა გრანტს, ხოლო ნებისმიერი უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში იღებს 50%-იან შიდა გრანტს. დაფინანსება მოქმედებს გარანტირებულად სრულ სასწავლო ვადაზე. 

    ჩვენი პრიორიტეტებია: 

    • 1995 წლიდან უწყვეტი განვითარების გზა, რაც ჩვენი საგანმანათლებლო ხარისხის საუკეთესო გარანტიაა;
    • 30-ზე მეტი თანამედროვე სასწავლო ლაბორატორია და პრაქტიკული სივრცე, სადაც სტუდენტები რეალურ სამუშაო გარემოსთან ადაპტირებას სწავლის პროცესშივე გადიან;
    • Erasmus+ და სხვა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, რაც სტუდენტებს გლობალურ პერსპექტივასა და საერთაშორისო გამოცდილებას სძენს;
    • ორმაგი ხარისხის დიპლომები საფრანგეთისა და პორტუგალიის უნივერსიტეტებთან, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, ფლობდნენ ევროპული სტანდარტის აკადემიურ ხარისხს და იყვნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო შრომის ბაზარზე;
    • სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი (წლიური საფასურის 6 ნაწილად გაყოფის შესაძლებლობა), რაც განათლებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის;
    • კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, რაც ჩვენი პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მიუთითებს;
    • ინდივიდუალური მიდგომა თითოეული სტუდენტის მიმართ - ჩვენი აკადემიური პერსონალი არა მხოლოდ ლექტორი, არამედ სტუდენტის პროფესიული მენტორია;
    • სტუდენტური სტარტაპებისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერა, რაც ეხმარება სტუდენტებს საკუთარი ბიზნეს-პროექტების რეალიზებაში;
    • მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და შემეცნებითი კლუბები, რომლებიც ხელს უწყობენ სტუდენტების პიროვნულ ზრდასა და სოციალიზაციას;
    • სასწავლო პროცესში უახლესი ციფრული პლატფორმებისა და რესურსების გამოყენება, რაც სტუდენტებს მომავლის პროფესიებისთვის ამზადებს;
    • საერთაშორისო აღიარება QS Europe University Rankings 2026-ში, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის შესაბამისობას განათლებისა და კვლევის გლობალურ სტანდარტებთან.





    სხვა სიახლეები