ახალი საერთაშორისო აკადემიური გამოცემა - Mass Communication in the Digital Era

საერთაშორისო აკადემიურმა გამომცემლობამ Brill | V&R unipress-მა გამოსცა ახალი აკადემიური კრებული Mass Communication in the Digital Era, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გდანსკის უნივერსიტეტის (University of Gdańsk) მკვლევართა თანამშრომლობის შედეგია და თანამედროვე ციფრულ ეპოქაში მასობრივი კომუნიკაციის ტრანსფორმაციას ეძღვნება.
გამოცემაში წარმოდგენილია 15 კვლევა, რომლებიც მოიცავს ციფრული მედიისა და პლატფორმების განვითარებას, მულტიმოდალურ კომუნიკაციას, სტრიმინგის პლატფორმებს, ხელოვნური ინტელექტის როლს ჟურნალისტიკისა და საინფორმაციო დღის წესრიგის ფორმირებაში, სოციალური მედიისა და აუდიტორიების ცვლილებას, ვიზუალურ კომუნიკაციასა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ტრანსფორმაციას.
კრებულის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მედიის როლს თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში - საინფორმაციო ომს, დეზინფორმაციას, ციფრულ მანიპულაციას, ომის ნარატივებსა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. გამოცემაში ასევე განხილულია ციფრული მედიის შესაძლებლობები კულტურული ცოდნის ხელმისაწვდომობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით.
კრებულის რედაქტორები არიან ტატიანა კანანოვიჩი და სესილი გოგიბერიძე.
ავტორები:
კრებულში წარმოდგენილია ტატიანა კანანოვიჩის, ჟანა სლადკიევიჩის, ზაზა ცოტნიაშვილის, ალექსანდრა კლიმკიევიჩის, მარტინ ტრენდოვიჩის, რუსუდან კვარაცხელიას, ციცინო ბუკიას, ნანა ამირანაშვილის, ლიკა ზამბახიძის, ნინო ჭალაგანიძის, ივონა საკოვიჩ-ტებინკას, ბიანკა სადოვსკას, მარტა ნოინსკას, ვახტანგ მაისაიას, ალიკა გუჩუას, ნინო მინდიაშვილის, ეკატერინა ჭალაგანიძის, ადრიან ლანკიევიჩის, დათო ტაბატაძის, ეკა ბერაიას, ხათუნა კაჭარავას და ეკა თხილავას კვლევები.
გამოცემის განხორციელება შესაძლებელი გახდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გდანსკის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით.
📖 კრებული ღია წვდომით (Open Access) არის ხელმისაწვდომი.
📑 სრულ კრებულსა და სარჩევზე გადასვლა
Mass Communication in the Digital Era — სრული გამოცემა და Contents
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 09, 2026
12:00 PM
ტრენინგების სერია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV-ის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება.
ოქტომბერი 08, 2026
08:00 PM
შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესის“ თანახმად ცხადდება შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.
ოქტომბერი 08, 2026
11:00 AM
მიღება პროფესიულ პროგრამაზე - „თბილისის გიდი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „თბილისის გიდი“.