• dateოქტომბერი 13, 2026
    time04:01 PM

    CIU-ს წარმომადგენელმა Erasmus+ კვირეულში მიიღო მონაწილეობა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სვეტლანა კირაკოსიანმა ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ XI საერთაშორისო Erasmus+ კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

    საერთაშორისო კვირეული 13 ქვეყნის 19 უნივერსიტეტის წარმომადგენელს აერთიანებდა და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ერთმანეთის გამოცდილებას, განეხილათ საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და დაესახათ სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.

    კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. მონაწილეებმა იმსჯელეს ახალ საპროექტო ინიციატივებზე, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.

    ღონისძიების მონაწილეები ასევე გაეცნენ ბურგოსის უნივერსიტეტში ესპანური ენის სწავლების მიმართულებასა და ესპანური ენის კურსებს, რაც საერთაშორისო პერსონალის პროფესიული და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება.

    ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპული უნივერსიტეტების ალიანსის (European Universities Alliance) ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებს დაეთმო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ალიანსის საქმიანობის, საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი ფორმებისა და უნივერსიტეტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ.

    საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა ვორქშოფი ევროპული ღირებულებების შესახებ, რომლის დროსაც მონაწილეებმა განიხილეს ევროპული ღირებულებების მნიშვნელობა საგანმანათლებლო პროექტებში, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უნივერსიტეტების ყოველდღიურ საქმიანობაში. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ევროპული თანამშრომლობის, მრავალფეროვნების, ურთიერთპატივისცემისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე.

    ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა ახალი პარტნიორობების, ერთობლივი პროექტებისა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

    ბურგოსის უნივერსიტეტის საერთაშორისო Erasmus+ კვირეულში მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერების, Erasmus+ შესაძლებლობების გაფართოებისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

    სხვა სიახლეები