• dateოქტომბერი 15, 2026
    time10:16 AM

    Erasmus+ პრაქტიკის პროგრამა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი)

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ პრაქტიკის პროგრამაზე პარტნიორ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (Wrocław Medical University).

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე და შემდგომი კურსების სტუდენტებს.

    პრაქტიკის ხანგრძლივობა: 2 თვე

    საკონკურსო ადგილი: 2

    საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი, 2026 წ.

    სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე:

    ird@ciu.edu.ge

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
    • CV (ინგლისურ ენაზე)

    შერჩევის პროცედურა:

    • სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
    • გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

    • სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
    • გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

    ფინანსური პირობები: მობილობასთან დაკავშირებული მგზავრობის, საცხოვრებლისა და სხვა ხარჯები ფინანსდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გრანტით.

    სხვა სიახლეები