• dateოქტომბერი 13, 2026
    time03:57 PM

    უნეტარეს როსტისლავის ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    13 ოქტომბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო ღონისძიებების ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) მაღალი რანგის სასულიერო დელეგაციას უმასპინძლა. უნივერსიტეტს ეწვია პრეშოვის მთავარეპისკოპოსი, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი.

    საპატიო სტუმართა დელეგაციამ, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან ერთად, დაათვალიერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი და მისი უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც 2015 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.

    დელეგაციას პირადად უმასპინძლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ვიცერექტორი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვახტანგ წივწივაძე, რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლანი გოცირიძე, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

    შეხვედრის მიმდინარეობისას მასპინძელმა მხარემ სტუმრებს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის განვითარების კუთხით წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები წარუდგინა. ხაზგასმით აღინიშნა უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ივნისში უნივერსიტეტში გამართულ მასშტაბურ სამეცნიერო კონფერენციაზე.

    ვიზიტის დასასრულს, მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

    სხვა სიახლეები