საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის აკადემიური, საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განვითარებას.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც მოიცავს კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების დაგეგმვას, საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტების ვიზიტების განხორციელებასა და იმიტირებული სასამართლო პროცესების მხარდაჭერას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია კონსტიტუციური წარდგინების მნიშვნელობაზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში. ღონისძიებას ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ CIU-ს რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე, ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე და პროფესორი ბექა ქანთარია. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.
მარტი 27, 2026
01:00 PM
ლექცია - „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“
27 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ლექცია თემაზე - „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“.
მარტი 26, 2026
01:30 PM
CIU-ს წარმომადგენლებმა საფრანგეთში Erasmus+ საერთაშორისო სასწავლო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა
16-20 მარტს, საფრანგეთში, რენის უნივერსიტეტის ბაზაზე, ევროკავშირის თანადაფინანსებითა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (FGU) ორგანიზებით, „საფრანგეთ-საქართველოს სასწავლო კვირეული“ გაიმართა.











