• dateმარტი 18, 2024
    time02:43 PM

    ტრენინგი - საკომუნიკაციო უნარები იურისტებისთვის

    banner

    ???? 5, 6 და 7 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრენინგი: „საკომუნიკაციო უნარები იურისტებისთვის“ გაიმართება.

    ???? იურისტის პროფესია ზეპირი და წერითი კომუნიკაციის სათანადო უნარების ფლობას მოითხოვს. თანამედროვე ციფრულ ერაში ეფექტიანი კომუნიკაცია მიზნებისა და ამოცანების მიღწევის საშუალებაა. შესაბამისად, კურსის ფარგლებში შეძლებთ განავითაროთ/გაიუმჯობესოთ საკომუნიკაციო უნარები, რაც აუცილებელია თქვენი პროფესიული წარმატებისა და წინსვლისათვის. ტრენინგი ჰარვარდის სამართლის სკოლის მოლაპარაკებების პროგრამას ეფუძნება.

    ????‍???? ტრენერი - ხათუნა ბურკაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის კურსდამთავრებული.

    ???? ტრენინგი მიზნად ისახავს:

    ✔️ მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა თანამედროვე საკომუნიკაციო შესაძლებლობების, მათ შორის ციფრული პლატფორმების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ ეფექტიან კომუნიკაციას იურისტსა და კლიენტს, სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის;

    ✔️ მონაწილეები გაეცნონ იურიდიული ფირმების საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავების წესსა და მიდგომებს, რომლებიც კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენენ;

    ✔️ კლიენტისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის გზავნილების სწორად მიწოდების ტაქტიკის შესწავლასა და ნდობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორების გაანალიზებას;

    ✔️ დარწმუნების თანამედროვე ტექნოლოგიების მიმოხილვას, საჯარო გამოსვლების როგორც სტრატეგიული, ასევე ტაქტიკური საკითხების გაანალიზებას კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.

    ???? კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის, იურიდიული ფირმებისა და გარე აუდიტორიისთვის.

    ???? აღნიშნულ ტრენინგზე CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

    ???? რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/E5cyk

    ???? დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: t.ly/h1hOL