• dateივნისი 07, 2022
    time02:25 PM

    ღვინის ტურიზმი

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის (GAG) ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე - „ღვინის ტურიზმი“.

    კურსს გაუძღვებიან გამოცდილი ქართველი და ესპანელი ტრენერები. კურსის ფარგლებში დაინტერესებული პირები მიიღებენ/გაიღრმავებენ ღვინის ტურიზმის მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.

     

    კურსის შინაარსი

    I შეხვედრა - რა არის ღვინის ტურიზმი და რისგან შედგება ის

    ტრენერი: ვიკა შარია, ტურიზმის დარგის ექსპერტი, ტრენერი, ლექტორი. კომპანია BeMICE (ბიმაის) დირექტორი/თანადამფუძნებელი.

    II შეხვედრა - ღვინის ტურიზმის ისტორია საერთაშორისო ჭრილში

    ტრენერი: ბეგონია ფერნანდეს ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ, კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორი; ტურიზმის პროფესორი CETT საუნივერსიტეტო სკოლაში (ბარდელონას უნივერსიტეტი), ღვინის ტურიზმის ექსპერტი.

    III შეხვედრა - ღვინის ტურიზმის პროდუქტების შექმნა და ბაზარზე გატანა

    ტრენერი: ბეგონია ფერნანდეს ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ, კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორი; ტურიზმის პროფესორი CETT საუნივერსიტეტო სკოლაში (ბარდელონას უნივერსიტეტი), ღვინის ტურიზმის ექსპერტი.

    IV შეხვედრა - ღვინის ტურიზმის მარკეტინგი, ვიზიტორების სეგმენტირება და მომსახურების კულტურის შექმნა.

    ტრენერი: ვიკა შარია, ტურიზმის დარგის ექსპერტი, ტრენერი, ლექტორი. კომპანია BeMICE (ბიმაის) დირექტორი/თანადამფუძნებელი.

    V შეხვედრა - ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება

    ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს ეთნო ოკამი - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია შუმი - ბრენდ ამბასადორი; შპს სფრინგ ფილდს - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.

    VI შეხვედრა - ღვინის დეგუსტაცია და სერვირება (პრაქტიკა)

    ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს ეთნო ოკამი - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია შუმი - ბრენდ ამბასადორი; შპს სფრინგ ფილდს - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.

    VII შეხვედრა - ქართული გასტრონომიული კულტურა და ღვინო

    ტრენერი: დალილა ცატავა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი.

    VIII შეხვედრა - ღვინის ტური „იაგოს მარანში“

    სპიკერები: იაგო ბიტარიშვილი – მეღვინე, ქართული ბიო ღვინის მწარმოებელი, „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი (სოფელი ჩარდახი).

    მარინა კურტანიძე - მეღვინე, ქართული ბიო ღვინის მწარმოებელი.

    ტრანსპორტირება ტრენინგის ფარგლებში უზრუნველყოფილია.

    ტრენინგის დეტალები:

    თარიღები:

    24, 27, 29 ივნისი,

    1, 4, 6, 8, 9 ივლისი

    კვირაში სამი დღე, 2/3 საათი დღეში

    საათების ჯამური რაოდენობა: 22 სთ.

    ღირებულება - 550 ლარი

    4 წარმატებული კურსდამთავრებული მოიპოვებს ორკვირიანი პროფესიული პრაქტიკის უფასოდ გავლის შესაძლებლობას ესპანეთში.

    სერტიფიკატი:

    კურსდამთავრებულს გადაეცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის (GAG) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.

     

    რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/MDPXzRnpx442Vv3M7

    რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 ივნისი.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge.

    ტრენინგ ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.