• dateივნისი 19, 2024
    time03:28 PM

    კურსი - სოციალური მედია მარკეტინგი

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გთავაზობთ კურსს - „სოციალური მედია მარკეტინგი“;

    კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება თავისუფლად შექმნას სხვადასხვა ტიპის რეკლამა სოციალურ ქსელში. კურსი არის პრაქტიკული, სადაც ყოველ ლექცია-სემინარზე შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ რეკლამის შექმნასა და და გაშვებაზე. კურსის მსვლელობის დროს განხილული იქნება რეალური ქეისები და ყველა მონაწილე ჩართული იქნება სარეკლამო კამპანიებში;

     - კურსის ხანგრძლივობა - 6 კვირა (12 შეხვედრა);

     - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცება სერტიფიკატი! გარდა ამისა, კურსის დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს საშულება ექნებათ ისარგებლონ ორი დამატებითი შეხვედრით, სადაც ტრენერი კონსულტირებას გაუწევს მათ;

     - კურსს გაუძღვება - ლია ხმიადაშვილი, ციფრული მარკეტინგული სააგენტოს Cloudbook-ის დამფუძნებელი;

    კურსის ღირებულება: 500 ლარი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება);

    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დაგიკავშირდებით;

    დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ulll@ciu.edu.ge

    იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/.../1rJobcNP2IrM9jzFKqOaKGsD.../edit