ჟურნალმა სითიმ USACA-ს კონფერენცია გააშუქა

ჟურნალმა „სითიმ“ USACA-ს კონფერენცია - „ენდრიუ კარნეგის საერთაშორისო მემკვიდრეობა: თანამედროვე მსოფლიოს ფორმირება“ - გააშუქა.
USACA-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი ნანა პარინოსი, PR მენეჯერები და კოორდინატორები გიორგი მორგოშია და ანი კიბორძალიძე, კოორდინატორები - ალექსანდრე კალანდაძე, ილია გოგილაშვილი, ნინა დავიდოვა, კოტე ებრალიძე, თაკო საყურაშვილი, მირანდა ქობალია და ეთო ხანჯალიაშვილი ჟურნალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საკუთარი პროფესიის, ინტერესისა და ინსტიტუტთან (USACA) მათი დამოკიდებულების შესახებ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ „შეერთებული შტატებისა და კანადის შემსწავლელი ინსტიტუტი - USACA კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2017 წლის აპრილის თვეში ჩამოყალიბდა.
კონფერენციას აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და კულტურული ატაშე, განათლებისა და მეცნიერების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„დაისახე დიდი მიზნები!“ - ეს არის დევიზი, რომელიც USACA-ს წევრებს აერთიანებს.
დიდი მადლობა ჟურნალ "სითის".
სხვა სიახლეები
მაისი 15, 2026
02:00 PM
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - კულტურათაშორისი ღონისძიება
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კულტურათაშორისი ღონისძიება - „ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - გაიმართა. აღნიშნული პროექტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მარკეტინგისა და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის სამსახურის, ასევე სტუდენტ მენტორთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
მაისი 14, 2026
03:10 PM
პრაქტიკული აქტივობები მოსწავლეებისთვის მედიცინის მიმართულებით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა. პროექტის მიზანს მედიცინის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია და დარგობრივი ცოდნის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
მაისი 14, 2026
03:00 PM
სტამბოლში IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ჩატარდა
10-12 მაისს, ქალაქ სტამბოლში (თურქეთი), წარმატებით გაიმართა IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“. მასშტაბური სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავდა თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვასა და ინოვაციური გადაჭრის გზების ძიებას.