„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - კულტურათაშორისი ღონისძიება
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კულტურათაშორისი ღონისძიება - „ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - გაიმართა. აღნიშნული პროექტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მარკეტინგისა და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის სამსახურის, ასევე სტუდენტ მენტორთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
დღის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ქვეყნების ისტორია, კულტურა, ტრადიციები და ღირებულებები გააცნეს. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 6 უცხო ქვეყნის წარმომადგენელმა, ხოლო მასპინძელი ქვეყანა - საქართველო, სტუდენტთა ორმა ჯგუფმა წარადგინა. პრეზენტაციები დაეთმო ქვეყნებს შორის კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის ხაზგასმას.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ორგანიზატორებმა შეაჯამეს შეხვედრის შედეგები. პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს, კულტურული თვითმყოფადობის პრეზენტაციისა და აქტიური ჩართულობისთვის, ოფიციალურად გადაეცა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწიეს CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა სვეტლანა კირაკოსიანმა და ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის სპეციალისტმა და სტუდენტ-მენტორთა სამსახურის ხელმძღვანელმა თათია კოკობინაძემ.
ორგანიზატორთა განცხადებით, უნივერსიტეტის ბაზაზე მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს საგანმანათლებლო სივრცეში სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის მქონე სტუდენტთა ინტეგრაციასა და კოლაბორაციას.
სხვა სიახლეები
მაისი 14, 2026
03:10 PM
პრაქტიკული აქტივობები მოსწავლეებისთვის მედიცინის მიმართულებით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა. პროექტის მიზანს მედიცინის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია და დარგობრივი ცოდნის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
მაისი 14, 2026
03:00 PM
სტამბოლში IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ჩატარდა
10-12 მაისს, ქალაქ სტამბოლში (თურქეთი), წარმატებით გაიმართა IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“. მასშტაბური სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავდა თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვასა და ინოვაციური გადაჭრის გზების ძიებას.
მაისი 14, 2026
01:30 PM
მასტერკლასი - „სენსორული და ემოციური მარკეტინგის როლი ბრენდინგში და მისი გავლენა კარიერულ განვითარებაზე“.
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე - „სენსორული და ემოციური მარკეტინგის როლი ბრენდინგში და მისი გავლენა კარიერულ განვითარებაზე“.






