პრაქტიკული აქტივობები მოსწავლეებისთვის მედიცინის მიმართულებით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა. პროექტის მიზანს მედიცინის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია და დარგობრივი ცოდნის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
საგანმანათლებლო აქტივობები რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავდა: ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ სუპატაშვილმა, წარადგინა პრაქტიკული შემთხვევებით დატვირთული აქტივობა თემაზე: „ქიმია შიშის გარეშე: ყოველდღიურობიდან პროფესიამდე“.
„პირველადი გადაუდებელი დახმარება“ - სესიას, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს დაეთმო, უძღვებოდნენ მოწვეული პროფესორი ლუკა ბერიძე და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები - თეონა კოშაძე და გიორგი მარიამიძე.
„ანატომია ახალი თვალით“ - მოწვეულმა პროფესორმა, გიორგი აფციაურმა, აუდიტორიას ანატომიის სწავლების თანამედროვე პერსპექტივები გააცნო, ხოლო ასისტენტ-პროფესორმა, კოკა კაჭარავამ, დეტალურად განიხილა წამლის ფარმაკოკინეტიკის საკითხები თემაზე - „წამლის მოგზაურობა ორგანიზმში“.
აღნიშნული ინიციატივა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, გაეცნონ სამედიცინო განათლების პრაქტიკულ ასპექტებს და მიიღონ კომპეტენტური ინფორმაცია დარგის სპეციალისტებისგან.
სხვა სიახლეები
მაისი 15, 2026
02:00 PM
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - კულტურათაშორისი ღონისძიება
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კულტურათაშორისი ღონისძიება - „ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - გაიმართა. აღნიშნული პროექტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მარკეტინგისა და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის სამსახურის, ასევე სტუდენტ მენტორთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
მაისი 14, 2026
03:00 PM
სტამბოლში IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ჩატარდა
10-12 მაისს, ქალაქ სტამბოლში (თურქეთი), წარმატებით გაიმართა IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“. მასშტაბური სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავდა თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვასა და ინოვაციური გადაჭრის გზების ძიებას.
მაისი 14, 2026
01:30 PM
მასტერკლასი - „სენსორული და ემოციური მარკეტინგის როლი ბრენდინგში და მისი გავლენა კარიერულ განვითარებაზე“.
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე - „სენსორული და ემოციური მარკეტინგის როლი ბრენდინგში და მისი გავლენა კარიერულ განვითარებაზე“.









