• dateმაისი 14, 2026
    time03:00 PM

    სტამბოლში IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ჩატარდა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    10-12 მაისს, ქალაქ სტამბოლში (თურქეთი), წარმატებით გაიმართა IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“. მასშტაბური სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავდა თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვასა და ინოვაციური გადაჭრის გზების ძიებას.

    ღონისძიება მაღალი დონის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა. კონფერენციის ორგანიზატორთა შორის იყვნენ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, როგორიცაა: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „მეცნიერება და ინოვაცია“; ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება და ეკონომიკის კვლევის და განვითარების ინსტიტუტი; თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი; Thomas Jefferson Research Center და მისი აკადემიური გამოცემა „TJRC Academic Review“; მასპინძელი მხრიდან - კოსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს მეგობრობათა საზოგადოება.

    სამეცნიერო ფორუმი საზეიმოდ გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა. მან, როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატების მნიშვნელობას საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაღრმავებისა და ცოდნის გაზიარების პროცესში.

    კონფერენცია გამოირჩეოდა მონაწილეთა მრავალფეროვნებითა და გეოგრაფიული არეალით - მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე მომხსენებელი მონაწილეობდა. აკადემიურ სესიებზე საკუთარი კვლევები წარადგინეს პროფესორებმა და დოქტორანტებმა, რომელთა ნაშრომებიც მულტიდისციპლინურ ჭრილში აქტუალურ სამეცნიერო საკითხებს ეხებოდა.

    კონფერენციაზე წარდგენილი ყველა მოხსენება სრულად გამოქვეყნდება შესაბამის სამეცნიერო კრებულებში, რაც ხელს შეუწყობს წარმოდგენილი კვლევების ფართო აკადემიურ წრეებში გავრცელებას.
    ღონისძიების დასასრულს დაანონსდა შემდეგი სამეცნიერო შეხვედრის ლოკაციაც - ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო კონფერენციას ამჯერად სომხეთის რესპუბლიკა უმასპინძლებს.

    სხვა სიახლეები