• dateივნისი 05, 2026
    time03:10 PM

    WinExpo 2026

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    5 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლურული სასმელების მე-18 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo 2026 - გაიხსნა.

    WinExpo ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ქართველი მეღვინეებისათვის, რათა საკუთარი პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე წარადგინონ. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს გამოფენის მასშტაბსა და მნიშვნელობას.

    წელს გამოფენაში მონაწილეობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამი“. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც კლასიკური ისე ტრადიციული ქვევრის ღვინოები. დამთვალიერებლებს შემდეგი სახეობის ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ: ოკამი, თავკვერი, ჩინური-გორული მწვანე , ხაშმის საფერავი, რქაწითელი და შავკაპიტო. 

    „ეთნო ოკამის“ ღვინოების დამზადება ეფუძნება ორიგინალურ, ქართულ ავთენტურ ტექნოლოგიებს. ისინი სხვადასხვა წლებში წარდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო ფესტივალსა თუ ღონისძიებაზე.

    აღსანიშნია, გამოფენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები სხვადასხვა ღვინის კომპანიებსაც წარადგენდნენ. 

    გამოფენაზე „ეთნო ოკამის“ ღვინის დაგემოვნება შესაბამის სტენდთან დამთვალიერებლებს 7 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

    სხვა სიახლეები