FAO-ს წარმომადგენლების შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე
4 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა უმასპინძლა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს, რომლებმაც სტუდენტებისა და დარგით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.
შეხვედრა ფაკულტეტის კოორდინატორმა და მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლაშა ბოდაველმა გახსნა, რის შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ.
ტრენინგის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა ორ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე, რომლებიც დღეს გლობალურ გამოწვევად ითვლება. პირველი ნაწილი პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტიან გამოყენებას დაეთმო, რაც პირდაპირ კავშირშია ჯანსაღი პროდუქტის წარმოებასთან. შეხვედრის მეორე ნაწილი კი მთლიანად კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას მიეძღვნა, სადაც იმ თანამედროვე მიდგომებზე იმსჯელეს, რომლებიც გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციას უწყობს ხელს.
შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
ივნისი 05, 2026
03:10 PM
WinExpo 2026
5 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლურული სასმელების მე-18 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo 2026 - გაიხსნა.
ივნისი 05, 2026
02:00 PM
ვახტანგ წივწივაძე ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, ვახტანგ წივწივაძე, ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლითა და მადლიერების დიპლომით დაჯილდოვდა. საზეიმო ცერემონია 3 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გამოჩენილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გაიმართა.
ივნისი 04, 2026
03:00 PM
შეხვედრა აგრობიზნეს ინკუბატორის პროექტის წარმომადგენლებთან
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს ინკუბატორში გაიმართა შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე აგრობიზნეს ინკუბატორის პროექტის წარმომადგენლებთან.




