შეხვედრა აგრობიზნეს ინკუბატორის პროექტის წარმომადგენლებთან

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს ინკუბატორში გაიმართა შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე აგრობიზნეს ინკუბატორის პროექტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას მასპინძლობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი ია ნადირაშვილი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო აგრობიზნესის ექსპერტი ჯიმ თალერი, საერთაშორისო ინოვაციებისა და მეწარმეობის ექსპერტი ჯულიან ვები, სოფლის მეურენობის სამინისტროს იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში ეროვნული ექსპერტი გიორგი კარანაძე და აგრობიზნესისა და ინოვაციების ეროვნული ექსპერტი ირაკლი ჩავლეშვილი.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის აკადემიური და ინოვაციური რესურსების ინტეგრირებულ ჩართულობას მეწარმეობისა და აგრობიზნესის განვითარების პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს აგროსასურსათო სექტორის განვითარების პერსპექტივები, ინოვაციების, მეწარმეობისა და განათლების როლი, ასევე უნივერსიტეტების, განსაკუთრებით კი ბიზნეს ინკუბატორების, შესაძლო ჩართულობა აგრობიზნესის ეკოსისტემის გაძლიერების პროცესში.
აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი მაღალი ხარისხის, ნიშური და დამატებითი ღირებულების მქონე აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების მიმართულებით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების გზით. სწორედ ამ პოტენციალის სრულფასოვნად გამოსაყენებლად ხორციელდება აგრობიზნეს ინკუბატორის ინიციატივა, რომლის მიზანია მეწარმეების, ფერმერების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, ინვესტორებისა და ბაზრის სხვა მონაწილეების ერთმანეთთან დაკავშირება, ინოვაციების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი ქართული აგრობიზნესების განვითარების მხარდაჭერა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს ინკუბატორის გამოცდილებას მეწარმეობის ხელშეწყობის, სტარტაპების განვითარების, ბიზნეს განათლებისა და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით. აღინიშნა, რომ უნივერსიტეტის ბიზნეს ინკუბატორი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას სტუდენტების, ახალგაზრდა მეწარმეების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობისთვის.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს აკადემიური სექტორისა და უნივერსიტეტების ბაზაზე მოქმედი ბიზნეს ინკუბატორების მნიშვნელოვან როლს აგრობიზნესის ეკოსისტემის განვითარებაში და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ თანამშრომლობა საქართველოს აგროსასურსათო სექტორის მდგრადი, ინკლუზიური და ინოვაციებზე დაფუძნებული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
სხვა სიახლეები
ივნისი 05, 2026
03:10 PM
WinExpo 2026
5 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლურული სასმელების მე-18 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo 2026 - გაიხსნა.
ივნისი 05, 2026
03:00 PM
FAO-ს წარმომადგენლების შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე
4 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა უმასპინძლა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს, რომლებმაც სტუდენტებისა და დარგით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.
ივნისი 05, 2026
02:00 PM
ვახტანგ წივწივაძე ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, ვახტანგ წივწივაძე, ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლითა და მადლიერების დიპლომით დაჯილდოვდა. საზეიმო ცერემონია 3 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გამოჩენილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გაიმართა.