კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში

ევროკავშირის მხარდაჭერითა და Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის ქალაქმა ვროცლავმა საერთაშორისო გაცვლით პროექტს უმასპინძლა. პოლონური ორგანიზაციის, „SEMPER AVANTI“-ის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელმაც ევროპელ კოლეგებთან ერთად არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიური ასპექტები პრაქტიკაში დანერგა.
საქართველოს დელეგაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში პროფესიული კომპეტენციები აიმაღლეს და პრაქტიკული გამოცდილება დააგროვეს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა: გიორგი მხეიძემ, თეკლა კოჭლოშვილმა და ილია ალადაშვილმა.
პროექტის ფუნდამენტურ ამოცანას ახალგაზრდების გაძლიერება და იმ კომპეტენციების სრულყოფა წარმოადგენდა, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას განსაზღვრავს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სიღრმისეულად გაცნობოდნენ არაფორმალური სწავლების მექანიზმებს და შეეფასებინათ ის პრაქტიკული უპირატესობები, რაც ამ ტიპის განათლებას პიროვნული და პროფესიული ტრანსფორმაციისთვის ახლავს.
სამუშაო პროცესი ინტერკულტურულ გარემოში წარიმართა, სადაც საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად პორტუგალიელი, ჩეხი, მოლდოველი, ესპანელი, უკრაინელი, იტალიელი და პოლონელი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ერთობლივი აქტივობებით ის უნარები განივითარეს, რომლებიც მათ სამომავლო კარიერულ წინსვლაში შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 15, 2026
10:16 AM
Erasmus+ პრაქტიკის პროგრამა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ პრაქტიკის პროგრამაზე პარტნიორ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (Wrocław Medical University).
ოქტომბერი 13, 2026
04:01 PM
CIU-ს წარმომადგენელმა Erasmus+ კვირეულში მიიღო მონაწილეობა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სვეტლანა კირაკოსიანმა ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ XI საერთაშორისო Erasmus+ კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
ოქტომბერი 13, 2026
03:57 PM
უნეტარეს როსტისლავის ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
13 ოქტომბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო ღონისძიებების ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) მაღალი რანგის სასულიერო დელეგაციას უმასპინძლა. უნივერსიტეტს ეწვია პრეშოვის მთავარეპისკოპოსი, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი.