თურქი პროფესორის ვიზიტი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში
31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+-ის ფარგლებში Tokat Gaziosmanpaşa University-ის (თურქეთი) ასოცირებულ პროფესორ ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა.
აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქტივობები საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სვეტლანა კირაკოსიანთან შეხვედრით გაიხსნა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პროფესორი აქბაში მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, მაგდა თორთლაძეს შეხვდა და აკადემიური გამოცდილება გაუზიარა. სტუმარმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში ის უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და კვლევით საქმიანობას გაეცნო.
შეხვედრები სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიით დასრულდა.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 15, 2026
10:16 AM
Erasmus+ პრაქტიკის პროგრამა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ პრაქტიკის პროგრამაზე პარტნიორ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (Wrocław Medical University).
ოქტომბერი 13, 2026
04:01 PM
CIU-ს წარმომადგენელმა Erasmus+ კვირეულში მიიღო მონაწილეობა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სვეტლანა კირაკოსიანმა ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ XI საერთაშორისო Erasmus+ კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
ოქტომბერი 13, 2026
03:57 PM
უნეტარეს როსტისლავის ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
13 ოქტომბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო ღონისძიებების ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) მაღალი რანგის სასულიერო დელეგაციას უმასპინძლა. უნივერსიტეტს ეწვია პრეშოვის მთავარეპისკოპოსი, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი.


