ტრენინგი CIU-ს დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი CIU-ს დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის.
ტრენინგს უძღვებოდა ფილოლოგიის დოქტორი და CIU-ის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო მინდიაშვილი, რომელმაც მსმენელს დეტალურად გააცნო სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურის ძირითადი მახასიათებლები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სადოქტორო საფეხურის ახალ სტანდარტზე, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა: სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განახლებული დაშვების წინაპირობებები, დისერტაციის დაცვაზე დაშვების წინაპირობები, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ნაშრომის რეცენზირების პროცესი, დოქტორანტების და ხელმძღვანელების თანაფარდობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრის დასასრულს კითხვა - პასუხის რეჟიმში, განხილულ იქნა გზამკვლევი, რომელიც შემუშავებულ იქნა დოქტორანტურის სამსახურის ინიციატივით.
სხვა სიახლეები
ივლისი 02, 2026
12:00 PM
სტუდენტთა მიერ დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია
ღვინის ეროვნულ სააგენტოში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა მიერ დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მიკროვინიფიკაციის კურსის ფარგლებში მოეწყო.
ივლისი 02, 2026
09:00 AM
CIU-ს ფუტსალის გუნდს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა შეხვდა
1 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე და ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე CIU-ს ფუტსალის კლუბის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ საქართველოს ჩემპიონებს წარმატებული სეზონი მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა გამოავლინა.
ივლისი 01, 2026
01:00 PM
CIU-ში Erasmus+ მობილობის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+-ის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ემრე ბარან პაკს უმასპინძლა.