• dateივლისი 02, 2026
    time09:00 AM

    CIU-ს ფუტსალის გუნდს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა შეხვდა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    1 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე და ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე CIU-ს ფუტსალის კლუბის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ საქართველოს ჩემპიონებს წარმატებული სეზონი მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა გამოავლინა.

    შეხვედრას უძღვებოდა კლუბის მენეჯერი, CIU-ს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის კოორდინატორი ზურაბ ქავთარია, რომელმაც განვლილი სეზონის მნიშვნელოვანი ეტაპები შეაჯამა, გუნდის მიღწევებზე ისაუბრა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს ასევე მადლიერება გამოხატეს კლუბის მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა, რომლებმაც აღნიშნული მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

    2025–2026 წლების სეზონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. „კავკასიელებმა“ სეზონის განმავლობაში არაერთ პრესტიჟულ ტურნირზე იზეიმეს გამარჯვება:

    • საქართველოს ჩემპიონის ტიტული
    • საქართველოს თასის გამარჯვებული
    • უნივერსიადის ფუტსალის ტურნირის გამარჯვებული
    • სტუდფესტი 2026 (ფუტსალი) – 1 ადგილი
    • სტუდფესტი 2026 (მინი-ფეხბურთი) - 1 ადგილი

    აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულმა „კავკასიელებს“ უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოუტანა, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონ გუნდებთან ერთად იასპარეზებს.

    სხვა სიახლეები