სტუდენტთა მიერ დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია
ღვინის ეროვნულ სააგენტოში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა მიერ დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მიკროვინიფიკაციის კურსის ფარგლებში მოეწყო.
შეხვედრა პრაქტიკული კურსის ხელმძღვანელმა, ლაშა ბოდაველმა გახსნა. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლანი გოცირიძემ; უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა გიორგი ფარეშიშვილმა; საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელმა ირმა მდინარაძემ; ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მხარეებს შორის აქტიური პარტნიორობა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მიერ შექმნილი ღვინოები ღვინის ეროვნული სააგენტოს საცავში პერმანენტულად განთავსდება.
პრეზენტაციაზე აუდიტორიის წინაშე სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ცხრა ჯგუფი წარდგა, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. პრაქტიკული კურსის ხელმძღვანელის, ლაშა ბოდაველის განცხადებით, ფაკულტეტის ბაზაზე დამზადებული სტუდენტური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.
ღონისძიებას, სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებასა და დარგის მომავალი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას.
სხვა სიახლეები
ივლისი 02, 2026
01:00 PM
ტრენინგი CIU-ს დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი CIU-ს დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის.
ივლისი 02, 2026
09:00 AM
CIU-ს ფუტსალის გუნდს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა შეხვდა
1 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე და ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე CIU-ს ფუტსალის კლუბის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ საქართველოს ჩემპიონებს წარმატებული სეზონი მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა გამოავლინა.
ივლისი 01, 2026
01:00 PM
CIU-ში Erasmus+ მობილობის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+-ის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ემრე ბარან პაკს უმასპინძლა.






