ტრენინგების სერია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV-ის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება.
სასწავლო პროგრამა აგრარული სექტორისთვის ისეთ სტრატეგიულ და აქტუალურ თემებს მოიცავს, როგორებიცაა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, მავნებლების ინტეგრირებული მართვა და პესტიციდების უსაფრთხო გამოყენება, ასევე წყლის რესურსების მდგრადი მართვა, ნიადაგის მოვლა და განოყიერება. თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული გამოცდილება სრულდღიან პრაქტიკულ საველე სესიაზე განამტკიცონ.
პირველი შეხვედრისას, ფაკულტეტის კოორდინატორმა ლაშა ბოდაველმა, უნივერსიტეტისა და დეკანატის სახელით, FAO-ს გუნდს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ FAO-ს მხარდაჭერით მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ CIU-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 13, 2026
04:01 PM
CIU-ს წარმომადგენელმა Erasmus+ კვირეულში მიიღო მონაწილეობა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სვეტლანა კირაკოსიანმა ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ XI საერთაშორისო Erasmus+ კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
ოქტომბერი 13, 2026
03:57 PM
უნეტარეს როსტისლავის ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
13 ოქტომბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო ღონისძიებების ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) მაღალი რანგის სასულიერო დელეგაციას უმასპინძლა. უნივერსიტეტს ეწვია პრეშოვის მთავარეპისკოპოსი, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი.
ოქტომბერი 13, 2026
10:00 AM
სალომე ლიპარტელიანს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი მიენიჭა
12 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „რეგულირების გავლენა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ფინანსური ზრდის პერსპექტივაზე“.



