• dateოქტომბერი 09, 2026
    time12:00 PM

    ტრენინგების სერია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV-ის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება. 

    სასწავლო პროგრამა აგრარული სექტორისთვის ისეთ სტრატეგიულ და აქტუალურ თემებს მოიცავს, როგორებიცაა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, მავნებლების ინტეგრირებული მართვა და პესტიციდების უსაფრთხო გამოყენება, ასევე წყლის რესურსების მდგრადი მართვა, ნიადაგის მოვლა და განოყიერება. თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული გამოცდილება სრულდღიან პრაქტიკულ საველე სესიაზე განამტკიცონ.

    პირველი შეხვედრისას, ფაკულტეტის კოორდინატორმა ლაშა ბოდაველმა, უნივერსიტეტისა და დეკანატის სახელით, FAO-ს გუნდს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ FAO-ს მხარდაჭერით მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ CIU-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

    სხვა სიახლეები