მიღება პროფესიულ პროგრამაზე - „თბილისის გიდი“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „თბილისის გიდი“.
თუ გსურთ, დაეუფლოთ გიდის პროფესიულ საქმიანობას, განივითაროთ პრაქტიკული უნარები და შეიძინოთ დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციები - ეს პროგრამა თქვენთვისაა!
პროფესიული გადამზადების პროგრამა „თბილისის გიდი“ ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამის „პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა“ და პროექტის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში.
პროგრამის მიზანია მსმენელთა პროფესიული გადამზადება გიდის საქმიანობისთვის, შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პრაქტიკულ სწავლებაზე, პროფესიული უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე ორიენტირებით.
პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და სრულად არის ორიენტირებული პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე.
სასწავლო პროცესი მოიცავს:
- მეცადინეობებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აუდიტორიაში;
- პრაქტიკულ სწავლებას სიმულაციურ გარემოში;
- საველე გასვლებს თბილისის ტერიტორიაზე;
- ტურისტულ და კულტურულ ობიექტებზე პრაქტიკულ საქმიანობას;
- ტურისტული ჯგუფის წინაშე პრეზენტაციისა და ექსკურსიის ჩატარების პრაქტიკას.
პროგრამის დასრულების შემდეგ
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს გადაეცემათ:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორენოვანი სერტიფიკატი დანართით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ასაკი: მინიმუმ 18 წელი;
- განათლება: სრული ზოგადი განათლება;
- რეგისტრაცია: ქ. თბილისში რეგისტრაცია
(წარმოსადგენია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/სამოქალაქო რეესტრის შესაბამისი ცნობა თბილისში რეგისტრაციის შესახებ); - პროფესიული გამოცდილება/განათლება:
ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის, კულტურის ან მომიჯნავე სფეროში არანაკლებ 6 თვის სამუშაო/პრაქტიკული გამოცდილება, ან შესაბამისი პროფესიული/უმაღლესი განათლება სტუმარმასპინძლობის, ტურიზმის, გიდობის ან მომიჯნავე მიმართულებით, ან მინიმუმ პირველი კურსის სტუდენტის სტატუსი; - ქართული ენის ცოდნა: ქართული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- ციფრული კომპეტენციები: კომპიუტერის/სმარტფონის, ინტერნეტის, საძიებო სისტემების, ციფრული რუკებისა და საკომუნიკაციო საშუალებების საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი;
- პრაქტიკული საქმიანობისთვის მზაობა: ქალაქის ტერიტორიაზე აქტიური გადაადგილების, ტურისტულ ობიექტებზე მუშაობისა და ტურისტული ჯგუფის წინაშე პრეზენტაციისა და ტურის ჩატარების მზაობა.
📝 პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები
- ონლაინ რეგისტრაცია;
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;
- გასაუბრება.
რეგისტრაციის ვადა: 8-21 ოქტომბერი, 2026 წელი
ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/JIvWl
სხვა ბმულები:
Dasakmdi.ge - პროფესიული პროგრამები: https://shorturl.at/p0P5t
„თბილისის გიდი“ - პროფესიული პროგრამა: https://shorturl.at/GJZSi
პროგრამის დაწყება - 11 ნოემბერი, 2026 წელი
სწავლების ხანგრძლივობა - 2 თვე | 8 კვირა | კვირაში 2 დღე | სულ 128 საათი
სასწავლო მისამართი:
ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის I კორპუსი
გასაუბრებისთვის საჭირო დოკუმენტები
ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე:
საკონტაქტო პირი: ელენე სოსელია - სპეციალისტი, ტელ: 597 006 491
გახდი პროფესიონალი გიდი და აქციე თბილისის ისტორია, კულტურა და უნიკალური ადგილები საინტერესო მოგზაურობად!
ისწავლე • განივითარე პრაქტიკული უნარები • მიიღე სერტიფიკატი • გაიკვალე გზა დასაქმებისკენ
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 09, 2026
12:00 PM
ტრენინგების სერია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV-ის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება.
ოქტომბერი 08, 2026
08:00 PM
შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესის“ თანახმად ცხადდება შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.
ოქტომბერი 08, 2026
10:30 AM
CIU-ს სტუდენტი Erasmus+ პროგრამით თურქეთში სწავლას აგრძელებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტი, სალომე წულეისკირი Erasmus+ Student Mobility for Studies-ის პროგრამის ფარგლებში თურქეთში, სტამბოლის უსკუდარის უნივერსიტეტში (Üsküdar University) აგრძელებს.