CIU-ს სტუდენტი Erasmus+ პროგრამით თურქეთში სწავლას აგრძელებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტი, სალომე წულეისკირი Erasmus+ Student Mobility for Studies-ის პროგრამის ფარგლებში თურქეთში, სტამბოლის უსკუდარის უნივერსიტეტში (Üsküdar University) აგრძელებს.
საერთაშორისო აკადემიურ მობილობაში მონაწილეობის შესაძლებლობა სალომემ მაღალი აკადემიური მოსწრებისა და პროფესიული ინტერესების საფუძველზე მოიპოვა. უსკუდარის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მიღების, თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკებსა და ინოვაციურ მეთოდოლოგიებთან გაცნობის, ასევე განსხვავებულ კულტურულ და საგანმანათლებლო გარემოში ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობაა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების საერთაშორისო მობილობასა და მათ პროფესიულ განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. მაღალი აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებისთვის ევროპულ და წამყვან უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს სალომე წულეისკირს მის პროფესიულ საქმიანობაში.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 09, 2026
12:00 PM
ტრენინგების სერია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV-ის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება.
ოქტომბერი 08, 2026
08:00 PM
შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესის“ თანახმად ცხადდება შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.
ოქტომბერი 08, 2026
11:00 AM
მიღება პროფესიულ პროგრამაზე - „თბილისის გიდი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „თბილისის გიდი“.