• dateივლისი 07, 2026
    time02:00 PM

    თამარ თაგვაძის დისერტაციის დაცვა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    7 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ თაგვაძის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „ქართული ემიგრანტული პრესის სათავეებთან - გაზეთი „საქართველო“.  

    ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო მინდიაშვილი, ოფიციალური რეცენზენტები კი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა კაჭარავა და ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ლომიძე.

    ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თამარ თაგვაძეს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. 

    სხვა სიახლეები