ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის - WineExpo Georgia 2026 - ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართა საერთაშორისო კონკურსი Georgia International Wine Awards 2026, სადაც კომპეტენტურმა სადეგუსტაციო ჟიურიმ საუკეთესო ღვინოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.
Georgia International Wine Awards-ის მე-16 დაჯილდოებაზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობამ „ეთნო ოკამი“. კონკურსზე უნივერსიტეტის მიერ წარმოებულმა სამი სახეობის ღვინომ საპრიზო ადგილები დაიკავა:
- ოკამი წითელი 2023 (შავკაპიტო) - ვერცხლის მედალი;
- თავკვერი 2022 - ვერცხლის მედალი;
- ოკამი თეთრი 2023 (ჩინური-გორული მწვანე) - ბრინჯაოს მედალი.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ღვინის პროფესიონალები. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შეფასებებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და აღიარების პროცესში.