• dateივლისი 06, 2026
    time08:00 AM

    CIU-ში კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

    banner

    3 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კვირეული - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის წარდგენით გაიხსნა.

    პროგრამა დამსწრე აუდიტორიას, მათ შორის სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და დაინტერესებულ პირებს, დეტალურად გააცნო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) წევრმა, თეა თოდუამ. მან ვრცლად ისაუბრა AI სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, ტექნოლოგიურ ტრენდებსა და იმ ფართო კარიერულ პერსპექტივებზე, რომლებსაც აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს. პრეზენტაციამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრაც აქტიური კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

    ღონისძიების ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა, ფაკულტეტის საგანმანათლებლო მიმართულებებსა და აბიტურიენტებისთვის მომზადებულ საუნივერსიტეტო შეთავაზებებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრის დასასრულს, სკოლების წარმომადგენლებმა CIU-სთან მომავალში აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზაობა გამოთქვეს.

    ცნობისთვის, საგანმანათლებლო კვირეული 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.  ღონისძიებათა სერია დაინტერესებულ პირებს ხელოვნური ინტელექტის უახლეს მიღწევებსა და განვითარების პერსპექტივებს გააცნობს.

    სხვა სიახლეები