სტუდენტური დებატები
26 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტში დებატების ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა. ტურნირმა, რომელიც სულ რვა თამაშს მოიცავდა, სტუდენტებში დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.
ფინალური შეხვედრის მთავარი მსჯელობის საგანი გახლდათ ფილოსოფიურ-სამართლებრივი დილემა: „რომელი უფრო ჰუმანურია - სიკვდილით დასჯა თუ უვადო პატიმრობა?“. მონაწილეებმა წარმოადგინეს სიღრმისეული არგუმენტაცია, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, ისე მორალური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით.
საინტერესო და არგუმენტირებული პოლემიკის შედეგად, ტურნირის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. პირველობა მოიპოვეს: ანი კილაძემ (საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება); ჯულიანა ლაშხიამ (სამართლის მიმართულება); ნინი ცინცაძემ (საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება).
ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
აღსანიშნავია, რომ დებატების საუკეთესო მონაწილეები უნივერსიტეტს მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალზე წარადგენენ.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 26, 2026
04:44 PM
Erasmus+ სემესტრული გაცვლითი პროგრამა ლინკ კამპუს უნივერსიტეტში (რომი, იტალია)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ლინკ კამპუსის უნივერსიტეტში (LINK Campus University).
ოქტომბერი 26, 2026
09:30 AM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
ოქტომბერი 26, 2026
09:22 AM
პროფესორ ზაზა ცოტნიშვილის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი არისტოტელეს უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული გაერთიანების (COST) მენეჯმენტის კომიტეტის წევრი, პროფესორი ზაზა ცოტნიშვილი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა. მან მონაწილეობა მიიღო სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში გამართულ COST Action DepolarisingEU-ს საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში - „ხიდების მშენებლობა პოლარიზებულ ევროპაში“.




