Erasmus+ სემესტრული გაცვლითი პროგრამა ლინკ კამპუს უნივერსიტეტში (რომი, იტალია)

2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ლინკ კამპუსის უნივერსიტეტში (LINK Campus University).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენეტებს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს და გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
საკონკურსო ადგილი: 2
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 9 ნოემბერი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე:
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
• ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები ლინკ კამპუსის უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში.
• მობილობასთან დაკავშირებული მგზავრობის, საცხოვრებლისა და სხვა ხარჯები ფინანსდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გრანტით.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 26, 2026
04:41 PM
სტუდენტური დებატები
26 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტში დებატების ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა. ტურნირმა, რომელიც სულ რვა თამაშს მოიცავდა, სტუდენტებში დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.
ოქტომბერი 26, 2026
09:30 AM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
ოქტომბერი 26, 2026
09:22 AM
პროფესორ ზაზა ცოტნიშვილის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი არისტოტელეს უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული გაერთიანების (COST) მენეჯმენტის კომიტეტის წევრი, პროფესორი ზაზა ცოტნიშვილი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა. მან მონაწილეობა მიიღო სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში გამართულ COST Action DepolarisingEU-ს საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში - „ხიდების მშენებლობა პოლარიზებულ ევროპაში“.